| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, კახეთში, უკანონო თევზჭერის 4 ფაქტი გამოავლინეს.
ყვარლისა და ლაგოდეხის მუნიციპალიტეტების სოფლების მიმდებარედ, მოქალაქეები თევზის დასაჭერად ე.წ. ელექტროშოკურ აპარატებს და ჩოგან ბადეებს
იყენებდნენ, რაც კანონით აკრძალულია.
უკანონო თევზჭერის ფაქტი გამოვლინდა დედოფლისწყაროს მუნიციპალიტეტშიც. გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტის თანამშრომლებმა, პატრულირებისას, გამოავლინეს გასაბერი ნავი, რომელშიც ელექტროშოკური აპარატი, ჩოგან ბადე, დენის წყარო (აკუმულატორი) და უკანონოდ მოპოვებული 3 კგ თევზი იყო განთავსებული.
ოთხივე ფაქტი შეიცავს სისხლის სამართლის დანაშაულის ნიშნებს.
გარემოზე მიყენებული ზარალი და ჯარიმა დაჭერილი თევზის ჯიშის და რაოდენობის მიხედვით განისაზღვრება. ყველაზე ძვირი სვია, ფერჯი და ჯარღანია 1კგ - 155 ლარი, კალმახი -120 ლარი, ხრამული - 85 ლარი, ლოქო -₾31 და სქელშუბლა -22 ₾არი და.10 თეთრი. ახლადგამოვლენილი დარღვევის აქტით დაჭერილია 3 კგ სქელშუბლა (66:30 ₾არი). ზარალი მთავრობის 54-ე დადგენილებით არის განსაზღვრული, თუმცა თევზჭერის აკრძალულ თვეებსი სისხლის სამართლის პასუხგებას ითვალისწინებს 300-ე მუხლის მე-3 ნაწილით და განაჩენი შესაძლოა იყოს 2 წლიანი პირობითი, ჯარიმა ან თავისუფლების 3- წლამდე აღკვეთა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss