| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - არანაირ გასამრჯელოზე არ მიფიქრია. ჩემ ქვეყანაზე ზრუნვა და პანდემიის კრიზისიდან მალე გამოყვანაა ერთადერთი მიზანი, რის გამოც დავთანხმდი
მინისტრის კონსულტანტობას, - „აჭარა ჯგუფის“ ყოფილი წარმატებული მენეჯერი ვალერი ჩეხერია,
განხორციელებული და განუხორციელებელი ინოვაციური
პროექტებით (რუმსი, ფაბრიკა, კულინარიის აკადემია,
საჰაერო ტაქსი... ), ქვეყნის ტურისტული პოტენციალის გაფართოებისთვის PR კამპანიის მასშტაბურ გეგმაზე
აცხადებს.
გასტრო,
ღვინის, ეკო, ეთნო, სპორტული,.. - ყველ მიმართულების
გაპიარებისთვის მზად არის თავის ცოდნა და გამოცდილება მაქსიმალურად გამოიყენოს და ენერგია არ დაზოგოს. ნათია
თურნავას კონსულტანტობაში ის თვიურად 3 000 ლარს აიღებს (დარიცხული ხელფასი ₾4 000).
ამერიკული Zeze Hospitality-ის მთავარი კონსულტანტი და Hospitality Projects-ის დამფუძნებელი, კონსულტაციებს მხოლოდ მინისტრს გაუწევს, მინისტრი კი თავის 7 მოადგილეს.
ამ ეტაპზე
საჯარო სექტორს მხოლოდ პანდემიის გამოწვევის გამო ირჩევს, რომ კერძო სექტორში მოღვაწეობის
გამოცდილება ქვეყნის სტრატეგიული დარგის ფეხზე
დაყენებას მოახმაროს, რადგან არსებულ რეალობაში კრიზისიდან ქვეყნის სწრაფად გამოყვანა მხოლოდ ტურიზმს
შეუძლია.
ჩეხერია
შიდა პროცესებში არ ჩაერევა , მათ შორის მასშტაბური
PR კამპანიისთვის დამატებითი საბიუჯეტო დაფინანსების მოთხოვნის
მიზანშეწობნილობის ნაწილშიც.
2021 წლის
ბიუჯეტით სამინისტროს დაფინანსება 606 მლნ ლარია, 2020 წელს კი 792 მლნ ლარია ათვისებული. ჩეხერიას მიწვევამდე, სამინისტროს მენეჯმენტი, მარიამ ქვრივიშვილით გაძლიერდა. წარსულში ტურიზმის ადმინისტრაციის ხელმძღვანელმა, ეკონომიკის მინისტრის მოადგილედ, პარლამენტიდან გადაინაცვლა. საპარლამენტო არჩევნების ოცნების სიაში იყო №8.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss