ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
მალტა WTO-ს აღმასრულებელ საბჭოს წევრად საქართველოს ირჩევს
27 მაისი, 2021, 19:15
მალტა WTO-ს აღმასრულებელ საბჭოს წევრად საქართველოს ირჩევს

თბილისი (GBC) - საქართველოსა და მალტას შორის ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებასა და პანდემიის შედეგად ტურისტული ინდუსტრიის წინაშე არსებული გამოწვევების დაძლევის გზებზე ისაუბრეს საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის მოადგილემ გენადი არველაძემ და მალტის ტურიზმის მინისტრმა კლეიტონ ბარტოლომ.

აღინიშნა, რომ ტურიზმი ორივე ქვეყნის ეკონომიკის ერთ-ერთი წამყვანი სექტორია. ამდენად, პანდემიის შედეგად როგორც საქართველოს, ასევე მალტის ტურისტულ ინდუსტრიას მსგავს გამოწვევებთან მოუწია გამკლავება. მხარეებმა ერთმანეთს გაუზიარეს გამოცდილება ტურიზმის სექტორის მხარდაჭერის კუთხით და ისაუბრეს იმ გადაწყვეტილებებზე, რომელიც მათ როგორც ზოგადად ეკონომიკის, ასევე კონკრეტულად ტურისტული სექტორის მხარდაჭერის მიმართულებით განახორციელეს.

მინისტრის მოადგილემ მალტის ტურიზმის მინისტრს მიაწოდა ინფორმაცია იმის შესახებ, რომ საქართველომ წარადგინა საკუთარი კანდიდატურა გაეროს მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის აღმასრულებელი საბჭოს წევრობაზე. კენჭისყრა მიმდინარე წლის ივნისში უნდა გაიმართოს. გენადი არველაძემ კლეიტონ ბარტოლოს არჩევნებში მხარდაჭერა სთხოვა.

დასასრულს, მხარეები შეთანხმდნენ, რომ ხელს შეუწყობენ ტურიზმის სფეროში თანამშრომლობის გაღრმავებას როგორც ორმხრივ, ასევე რეგიონალურ ფორმატში.

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები