| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
საქართველოს ბანკის CEO-ს, არჩილ გაჩეჩილაძის აღმასრულებელ
დირექტორად ხელახალ აჩევაზე, აქციონერთა 100%-მა დაუჭირა მხარი.
მომხრე
- 39,175,830 აქცია, 25 წინააღმდეგი.
აქციონერთა
100%-მა ასევე ნდობა
გამოუცხადა მარიამ მეღვინეთუხუცესის არა-აღმასრულებელ (დამოუკიდებელ) დირექტორად დანიშვნას
(წინააღმდეგი 0).
კენჭი
ასევე ეყარა ნილ ჯანინის, ალასდაირ (ალ) ბრიჩის, თამაზ გეორგაძის, ჰანა ლოიკანენის, ვერონიკა მაკქეროლის, ჯონათან მუირის და სესილ ქუილენის არა-აღმასრულებელ დირექტორებად (დამოუკიდებელი დირექტორები) ხელახალ
არჩევას.
მათგან თითქმის ყველას, აქციონერთა 98%-ზე მეტი ენდობა
(98.45-98.91%-იან დიაპაზონში), გარდა ლოიკანენისა, რომელსაც აქციონერთა 95.78%-მა
დაუჭირა მხარი (37,522,837 - მომხრე, 1,652,448 - წინააღმდეგი).
AGM–
ის თარიღისთვის კომპანიას გამოშვებული 49,169,428 ჩვეულებრივი აქცია ჰქონდა, რომელთა
აბსოლუტურ უმრავლესობას გააჩნდა ხმის უფლება. არც ერთი აქცია ამ დროისთვის BOGG-ს ხაზინაში არ ჰქონდა განთავსებული.
თითოეული აქცია კი 1 ხმას უდრიდა.
Bank of Georgia Group PLC-მ (BOGG) AGM-ის კენჭისყრის შედეგები გაასაჯაროვა, რომელიც
25 მაისს გაიმართა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss