ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ლიბერთიმ რუსთავში 60 + კლუბი გახსნა
27 მაისი, 2021, 17:21
ლიბერთიმ რუსთავში  60 + კლუბი გახსნა

თბილისი (GBC) - რუსთავის საქალაქო ბიბლიოთეკასთან არსებულმა 60+ კლუბმა უმასპინძლა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და ლიბერთი ბანკი. ღონისძიებას დაესწრნენ UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე,  რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ლიბერთი ბანკის  ქვემო ქართლის რეგიონული დირექტორი თენგიზ სვანიძე.

60+ კლუბის წევრებთან, თემაზე „ჯანმრთელობის ხელშეწყობა 60+ ასაკში“ ისაუბრა ლელა სტურუამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) არაგადამდებ დაავადებათა  განყოფილების უფროსმა. ხოლო პრეზენტაცია საპენსიო ასაკის მომხმარებელთა უფლებების შესახებ წარმოადინა ნანა კოტეტიშვილმა, ლიბერთი ბანკის ინციდენტების მართვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსმა.

„60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის რუსთავის 60+ კლუბის აქტიური მხარდამჭერი. 

რუსთავის საქალაქო ბიბლიოთეკასთან არსებულმა 60+ კლუბმა უმასპინძლა შეხვედრას, რომლის ფარგლებშიც კლუბის წევრებმა მათთვის მნიშვნელოვან საკითხებზე მიიღეს ინფორმაცია. შეხვედრის ორგანიზატორები იყვნენ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისი და ლიბერთი ბანკი. ღონისძიებას დაესწრნენ UNFPA-ს საქართველოს ოფისის ხელმძღვანელი ლელა ბაქრაძე,  რუსთავის მერი ირაკლი ტაბაღუა, რუსთავის საკრებულოს თავმჯდომარის მოადგილე ნინო ქავთარაძე და ლიბერთი ბანკის  ქვემო ქართლის რეგიონული დირექტორი თენგიზ სვანიძე.

60+ კლუბის წევრებთან, თემაზე „ჯანმრთელობის ხელშეწყობა 60+ ასაკში“ ისაუბრა ლელა სტურუამ, დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის (NCDC) არაგადამდებ დაავადებათა  განყოფილების უფროსმა. ხოლო პრეზენტაცია საპენსიო ასაკის მომხმარებელთა უფლებების შესახებ წარმოადინა ნანა კოტეტიშვილმა, ლიბერთი ბანკის ინციდენტების მართვის და მომხმარებელთა უფლებების დაცვის განყოფილების უფროსმა.

„60+ კლუბები“ გაეროს მოსახლეობის ფონდის (UNFPA) საქართველოს ოფისის ინიციატივაა, რომელიც აქტიური დაბერების პოლიტიკის განხორციელებას და ხანდაზმულთა ცხოვრების ხარისხის გაუმჯობესებას უწყობს ხელს. ეს არის წევრობაზე დაფუძნებული კლუბი, უფროსი თაობის სოციალიზაციის სივრცე, რომელიც აქტიური და ჯანსაღი ცხოვრების ხელშეწყობისთვის, ჰარმონიული და მრავალფეროვანი გარემოს შექმნას ისახავს მიზნად. ლიბერთი ბანკი 2020 წლიდან არის რუსთავის 60+ კლუბის აქტიური მხარდამჭერი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები