| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - სილქნეტს პროფილური საქმიანობიდან შემოსავლები შეუმცირდა, უძრავი ქონების გაქირავებიდან კი გაეზარდა.
სატელეკომუნიკაციო კომპანიის Q1/2021 -ის ანგარიშით,
95.9 მლნ ლარის შემოსავლიდან, ₾10 მლნ-მდე არაკომერციულია, მათ შორის, ₾2.3 მლნ - იჯარიდან
(+47%Y.Y); დამატებით ინტერნეტმომსახურებიდან - ₾0.5 მლნ (-17%Y.Y), როუმინგ სერვისებიდან - ₾0.428 მლნ
(-61%Y.Y). შემოსავალი გაზრდილია ქსელზე დაშვების მომსახურებიდანაც + 14%Y.Y (მოცულობა
- ₾ 5.9 მლნ).
1Q21-ში
სილქნეტის EBITDA-მ 50,2 მლნ ლარი შეადგინა. Q1/2020-თან შედარებით 3%-იანი გაუარესების
მიზეზად $/₾ კურსის ცვლილება სახელდება.
კომპანიის კომერციული შემოსავლები 86,7 მლნ ლარს შეადგენს (-1%Y.Y). კლება პანდემიის გამო ტურიზმის შემცირებამ, ასევე „დარჩი სახლში“ პროგრამამ განაპირობა.
61%-ით შემცირდა შემოსავალი როუმინგის სერვისებიდან,
ხოლო 7%-ით მობილური ზარების სერვისიდან (Y.Y). ამავდროულად, მოსახლეობის უმეტესობის სახლში
ყოფნას აქვს სატელეკომუნიკაციო კომპანიისთვის დადებითი შედეგებიც: 11%-ანი ზრდა შეინიშნება
შემოსავალში მობილური ინტერნეტიდან (Y.Y).
აბონენეტების რაოდენობა ( ფიქსირებული ფართოზოლოვანი სეგმენტი -298 000 აბონენტი)
გაზრდილია როგორც 2020-ის, ასევე 2019 წლის 1 კვარტალთან შედარებით.
ზრდაა მაუწყებლობის
ტრანზიტის მომხმარებლებშიც (224 000 აბონენტი). მობილური სერვისების და ფიქსირებული
ტელეფონის მომხმარებელთა რაოდენობა კი, პირიქით, შემცირებულია შესაბამისად 5% და
4%-ით.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss