ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ჩეხერია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა
25 მაისი, 2021, 20:51
ჩეხერია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა

თბილისი (GBC) - ეკონომიკის სამინისტრო ვალერი ჩეხერიას მინისტრის კონსულტანტად დანიშვნაზე აცხადებს. Zeze Hospitality-ის ( ამერიკული კომპანია)  მთავარი კონსულტანტი და კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი, მსოფლიოს ეკონომიკური ფორუმის Young Global Leaders-ის წევრი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის ნათია თურნავას კონსულტანტად დაინიშნა. ვალერი ჩეხერია სამინისტროში ტურიზმის სექტორის გაძლიერების მიმართულებით იმუშავებს. ის ევროპასა და ამერიკაში ახალი ტურიზმის, პოსტპანდემიური ტურიზმისა და ახალი სასტუმროების განვითარების მიმართულებით მუშაობს.


„პანდემიის მთავარი ფაზის გავლის შემდეგ, ტურიზმის განვითარება ერთ-ერთი მთავარი მიმართულებაა. აქედან გამომდინარე, სიამოვნებით დავთანხმდი ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრის შეთავაზებას, რომ საქართველოში ახალი გამოწვევების გამკლავებასა და ტურიზმის ახალი სტრატეგიის შექმნაზე მემუშავა. იქნება ძალიან ბევრი სიახლე, თუმცა ამავდროულად ბევრი სამუშაოც, მაგრამ დარწმუნებული ვარ, საქართველო როგორც პანდემიამდე იყო მსოფლიო რუკაზე ყველაზე მიმზიდველი ქვეყანა სამოგზაუროდ, პანდემიის შემდეგაც ჩვენს ქვეყნაში მოგზაურობაზე ისევ ძალიან დიდი მოთხოვნა იქნება. ჩვენ ამას ერთად გავაკეთებთ და დარწმუნებული ვარ, ახლო მომავალში დავინახავთ ამის შედეგებს“, - აღნიშნა ვალერი ჩეხერიამ.

სხვადასხვა დროს ვალერი ჩეხერია იყო „აჭარა ჯგუფის“ გენერალური დირექტორი, სასტუმრო Rooms Hotels-ისა და „ჰოლიდეი ინ თბილისის“, ასევე „ფაბრიკა ჰოსტელის“ და კომპანია City Loft-ის გენერალური დირექტორი. გარდა ამისა, სხვადასხვა წლებში ვალერი ჩეხერია იყო კონსულტანტი კოლუმბიის უნივერსიტეტში, კონსულტანტი გაერთიანებული ერების ორგანიზაციაში, UN Global Compact-ის თავმჯდომარე, მუშაობდა საქართველოს ფინანსთა სამინისტროსა და ეკონომიკის განვითარების სამინისტროში მინისტრის ადმინისტრაციის უფროსად.

დღემდე ვალერი ჩეხერია არის McLain Association for Children-ის დირექტორთა საბჭოს წევრი და Children Hospice-ის დირექტორთა საბჭოს წევრი. ის ასევე, კომპანია Hospitality Projects-ის დამფუძნებელი და Limitless Hospitality-ს დამფუძნებელი და გენერალური დირექტორია.

ვალერი ჩეხერიას განათლება მიღებული აქვს თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში, ასევე მიღებული აქვს კოლუმბიის უნივერსიტეტის საერთაშორისო და საჯარო საქმეთა სკოლის საჯარო მაგისტრის ხარისხი.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები