ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ყაზახეთში საქართველოდან $136.3 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა
მარიამ მინაძე
25 მაისი, 2021, 18:33
ყაზახეთში საქართველოდან $136.3 მლნ-ის ინვესტიცია განხორციელდა

თბილისი (GBC) - ყაზახეთში საქართველოდან $136.3 მლნ-ის პირდაპირი უცხოური ინვესტიცია განხორციელდა, რაც 2019 წელთან შედარებით, 350%-ითაა გაზრდილი.

საქართველოს წილი, ყაზახეთში შესულ მთლიან პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებში საკმაოდ უმნიშვნელოა, თუმცა, მნიშვნელოვანი მოცულობებია საქართველოში შემოსულ  პირდაპირ უცხოურ ინვესტიციებთან შედარებით.  

2020 წელს ყაზახეთში $17 მლრდ-ის FDI შევიდა, კლება 29.2% (y.y). საქართველოში კი 2020-ში $620 მლნ-ის FDI შემოვიდა, კლება 52.9% (y.y).

მათ შორის, ყაზახეთიდან საქართველოში $2.8 მლნ -ის FDI, კლება 60.4% (y.y).  

მიმდინარე წლის მარტში ყაზახური კომპანიების ინიციატივით ყაზახურ-ქართული ეკონომიკური გაერთიანება დაფუძნდა, რომლის მიზანიც ორ ქვეყანას შორის ეკონომიკური და სავაჭრო ურთიერთობების გაღრმავება და ერთობლივი ღონისძიებების შექმნაა, რომელიც ინვესტიციებზე, ტურიზმსა და ქვეყნებს შორის სოციალურ და კულტურულ ცხოვრებაზე იქნება ორიენტირებული.

ორგანიზაციის დამფუძნებლები არიან საქართველოს ბაზარზე ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით მოქმედი ბიზნესკომპანიები და კორპორაციები - სილქ როუდ ჯგუფი, ხალიკ ბანკი საქართველო, კაპიტოლ ჯგუფი, რომპეტროლი, ბათუმის ნავთობ ტერმინალი, ავიაკომპანია Air Astana და GK logistics.

ეკონომიკური გაერთიანების ინფორმაციით, საქართველოში ყაზახური კაპიტალის მონაწილეობით შექმნილი 30-მდე კომპანია ფუნქციონირებს, რომელთა ინვესტიციების საერთო მოცულობა $450 მლნ-ს სცდება.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები