ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველოში ნავთობის მოპოვება მცირდება
25 მაისი, 2021, 16:15
საქართველოში ნავთობის მოპოვება მცირდება

თბილისი (GBC) - საქართველოში ნავთობის მოპოვება საკმაოდ მცირეა და წლების განმავლობაში კლებას აჩვენებს. გასულ წელს ჯამში ქვეყანაში 29.7 ათასი ტონა სასაქონლო ნავთობი მოიპოვეს. აქედან ინვესტორებმა 17.3 ათასი ტონა მოიპოვეს, ხოლო სახელმწიფომ (ნავთობისა და გაზის კორპორაცია) 12.4 ათასი ტონა.  შედარებისთვის - 2013 წელს სასაქონლო ნავთობის მოპოვება 50 ათას ტონას სცდებოდა, 2009 წელს კი 57 ათასს. მონაცემი შემცირებულია 2019 წელთან შედარებითაც, როცა ქვეყანაში 31 ატასი ტონა ნავთობი მოიპოვეს. 

ნავთობისა და გაზის კორპორაციის მონაცემებით, დღეისათვის საქართველოს სახმელეთო ტერიტორიაზე აღმოჩენილია და დამუშავებაში იმყოფება ნავთობის - 15 და გაზ-კონდენსატის 1 საბადო. ჯამურად ამ საბადოებიდან მოპოვებულია 28 მლნ. ტონაზე მეტი ნავთობი და 3 მლრდ მ3-ზე მეტი გაზი.

ძებნა-ძიებისა და მოპოვების სამუშაოებს ასრულებენ საერთაშორისო ტენდერებით შერჩეული ინვესტორი კომპანიები სახელმწიფოსთან გაფორმებული პროდუქციის წილობრივი განაწილების ხელშეკრულებების საფუძველზე.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები