ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
დამოუკიდებლობის 103 წლის აღსანიშნავად
25 მაისი, 2021, 14:54
დამოუკიდებლობის 103 წლის აღსანიშნავად

თბილისი (GBC) - საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან 103 წლის აღსანიშნავად თიბისიმ სპეციალურად მოწვეულ შემოქმედებით ჯგუფთან ერთად რადიო სპექტაკლი „პირველი აქტი“ მოამზადა.

მიხეილ ჩარკვიანის და დავით ხორბალაძის რადიო სპექტაკლში მსახიობები: მერაბ ნინიძე, ნინო კასრაძე და კახა კინწურაშვილი მონაწილეობენ.

რადიო სპექტაკლის მოსმენას მსურველები საქართველოს დამოუკიდებლობის გამოცხადებიდან ზუსტად 103 წლის შემდეგ,  26 მაისს, 17:10 საათზე თიბისის და საბას ფეისბუქ გვერდებზე შეძლებენ.

რადიო სპექტაკლის შესახებ:

საქართველოს დამოუკიდებლობის პირველი აქტი არის ისტორიის ნიშნული, როდესაც ქვეყანამ დამოუკიდებელ სახელმწიფოდ ქცევისთვის უმნიშვნელოვანესი პროცესი დაიწყო.  26 მაისს მიღებული დოკუმენტი მიიჩნევა დამოუკიდებლობის მოპოვების დღედ და მიუხედავად იმისა, რომ ეს თარიღი ნამდვილად უდიდესი მონაპოვარია, შემოქმედებითი ჯგუფი თვლის, რომ ეს არის შეთანხმება დამოუკიდებლობის სურვილზე და წარმოადგენს არა დასასრულს, არამედ დამოუკიდებლობის მოპოვების დასაწყისს, რომელიც 1918 წლის 26 მაისს დაიწყო და დღემდე გრძელდება, სწორედ ეს სურვილი წარმოადგენს საქართველოს ეროვნულ იდენტობას.

პირველი აქტიარის რადიო სპექტაკლი, რომელშიც  სამი ხმა ისტორიულ ფაქტებზე და პირად გამოცდილებაზე დაყრდნობით დამოუკიდებლობის იდეაზე მსჯელობს, აანალიზებს საქართველოს დამოუკიდებლობის პირველ აქტს, როგორც პირველ ქმედებას დამოუკიდებელი ქვეყნის შესაქმნელად და ცდილობს გაიაზროს როგორ აისახა ეს დღე თითოეული მათგანის ცხოვრებაზე და რა მოხდებოდა ეს დღე საერთოდ რომ არ ყოფილიყო. სამი მსახიობი საუბრობს დამოუკიდებლობისთვის მუდმივ ბრძოლაზე, როგორც უწყვეტ პროცესზე, რომელიც დამოუკიდებელ ქვეყანაში ცხოვრების მსურველისთვის ყოველდღიურ საზრუნავს წარმოადგენს. ამ დადგმაში დამოუკიდებლობის პირველი აქტი, გულისხმობს თეატრალური დადგმის პირველ მოქმედებას, რომელიც თავისთავად გულისხმობს რომ პროცესი არ დასრულებულა, ეს მხოლოდ პირველი აქტია და ახლა მეორე ან მესამე აქტში ვიმყოფებით. ისტორიულ წყაროების კვლევით, ჯგუფი ცდილობს ფოკუსირდეს დამოუკიდებლობის აქტის მიღების ისეთ დეტალებზე, რომელზეც   შესაძლოა საზოგადოებას აქამდე  ყურადღება არ გაუმახვილებია და შექმნას ამ დღის სრულიად ახალი პერსპექტივა.

ტექსტში გამოყენებულია დოკუმენტური მასალა გაზეთებიდან: საქართველო” ,  ”სახალხო საქმე“,  ”ალიონი“, ”ერთობა“.

ასევე, გამოყენებულია ფრაგმენტები ქრისტინე (ბადუ) თოდუა - წულუკიძის წიგნიდან ჩემი თავგადასავალი და ზოგიერთი მოგონებანი“ და ფრაგმენტები შემოქმედებითი ჯგუფის პირადი გამოცდილებიდან.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები