| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ვარძიის კლდეში ნაკვეთ კომპლექსს ევროპის კულტურული მემკვიდრეობის ჯილდო, ევროპა ნოსტრას პრიზი გადაეცა.
კულტურული მემკვიდრეობის სააგენტოს ცნობით, ვარძიის კომპლექსის კონსერვაციის პროგრამა 8 ნომინანტს შორისაა 2021 წელს ევროპის წამყვანი ჯილდო 7 სხვადასხვა ნომინაციაში 18 ევროპული ქვეყნის 24 პროექტს გადაეცა.
26 მაისიდან მსოფლიო თანამეგობრობის ქვეყნების მემკვიდრეობის მხარდამჭერ მოქალაქეებს შესაძლებლობა ექნებათ გამარჯვებული პროექტებიდან ხმის მიცემით გამოავლინონ „საზოგადოების რჩეულის“ ჯილდოს მფლობელი. ამ პრიზის ლაურეატი ევროპული მემკვიდრეობის დაჯილდოების ცერემონიაზე ოქტომბერში დასახელდება. ასევე 10 000 ევროს მიმღები გრან პრის მფლობელებიც.
შუა საუკუნეების მემკვიდრეობის ძეგლი, აქტიურ სეისმურ რეგიონშიადა დროთა განმავლობაში დაზიანდა. კლდეში ნაკვეთი კომპლექსის მონიტორინგის სისტემა და პროაქტიული კონსერვაციის პროექტი ფონდ „ქართუმ“ დააფინანსა. სააგენტოიტალიის გეოლოგიური კვლევის ინსტიტუტტან ISPRA თანამშრომლობით ხელმზღვანელობდა.
ქანების ეროზიის და სეისმურ აქტივობის გარდა, ძეგლზე წლებისს განმავლობაში ვიზიტორთა რაოდენობის მკვეთრმა ზრდამაც იმოქმედა.
2021 წლის გამარჯვებულები:
კატეგორია – კონსერვაცია
Gare
Maritime, ბრიუსელი, ბელგია
ფრედენსბორგის სასახლის ბაღი, დანია
ვარძიის კლდეში ნაკვეთი კომპლექსი, საქართველო
Haus
Am Horn, ვაიმარი, გერმანია
პლაკას ხიდი, ეპირუსი, საბერძნეთი
ზედა ორმონდ კეის 18 Ormond Quay Upper, დუბლინი,
ირლანდია
სოფელი ურსის ხის ეკლესია, ვილჩის ჟუდეცი, რუმინეთი
ბეზოს წყლის კოშკი, ბარსელონა, ესპანეთი
Mas
de Burot, ელ პორტის ბუნებრივი პარკი,ესპანეთი
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss