| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) - მ2 (Georgia Real Estate), ამბერ გრუპი (ქონების მართვის ჯგუფი), თელიანი ველი,
გლობალ ბიარ ჯორჯია, სადისტრიბუციო კომპანია GDL,
Greenway Georgia, ამბოლი, Redberry, - ეს ის კომპანიებია, რომლებსაც Georgia
Capital-ის (GCAP) პორფელიდან გასვლა ემუქრებათ.
ეს
კომპანიები GCAP-ის პორტფელის „სხვა“ კატეგორიაში შედიან, რომელიც ბინების დეველოპმენტს,
სტუმართმოყვარეობის და კომერციული უძრავი ქონების, სასმელების, ავტო სერვისისა და ციფრული
სერვისების ბიზნესებს აერთიანებს.
ჩამოთვლილი
ბიზნესები, პორტფელის მთლიანი ღირებულების 8.1%-ს შეადგენს. მისი ღირებულება ფასდება
შიდა ბოლო 12 თვის განმავლობაში საწარმოს ღირებულების EBITDA-სთან შეფარდების საფუძველზე, უმეტეს შემთხვევაში, გარდა მათი უძრავი
ქონებისა და სტუმართმოყვარეობის ბიზნესისა.
კომპანიებს
1Q21-ში 236.2 მლნ ლარის საერთო ღირებულება ჰქონდათ, რაც 9.9%-ითაა გაზრდილი (q.q).
ღირებულების ზრდის მთავარი მამოძრავებელი იყო მათი ღვინისა და ავტომომსახურების ბიზნესის
ძლიერი საქმიანობა.
GCAP-ის
თავმჯდომარისა და გენერალური დირექტორის, ირაკლი გილაურის განცხადებით, ზრდის მიუხედავად,
მიმართულება უცვლელია - პორტფელის კომპანიებში საოპერაციო ეფექტურობის შენარჩუნების
თვალსაზრისით, ფოკუსირებული იქნებიან ორ მკაფიო სტრატეგიულ პრიორიტეტზე მომდევნო რამდენიმე
წლის განმავლობაში: ვაცნობიერებთ ერთი მსხვილი კერძო პორტფელის ინვესტიციის ღირებულებას
და ჩვენი ქვე-მასშტაბის ”სხვა” პორტფელის კომპანიების თავიდან მოშორება.
GCAP-ის
ცნობით, აღნიშნული ბიზნესები (პორტფელის ღირებულების 8.1%) ასევე მტკიცედ გაჯანსაღდა
და 8.7 მლნ ლარის EBITDA აჩვენა 1Q21-ის განმავლობაში, როცა წინა წლის ანალოგიურ პერიოდში
0.8 მლნ ლარი იყო (3.7 მლნ ლარი უარყოფითი EBITDA კი 1Q19-ში).
GCAP-ის
5 ბიზნეს მიმართულების ჯამურმა შემოსავლებმა 75.1 მლნ ლარი შეადგინა, რაც 15.3%-ით
გაიზარდა (y.y).
ზრდა
ბინების დეველოპმენტის, სასმელების და ავტო მომსახურების ბიზნესის სოლიდური შემოსავლების
ზრდა განაპირობებს, რაც 1Q21-ში 21.4% -ით, 9.2% -ით და 43.3% -ით გაიზარდა. აღნიშნული
ბიზნესების წილმა მთლიან შემოსავლებში შესაბამისად, ბინების დეველოპმენტი - 47.1%,
სასმელების ბიზნესი - 31.5% და ავტო მომსახურების
ბიზნესი - 15.7% შეადგინა.
ხოლო,
წმინდა ფულადი სახსრების მოძრაობა საოპერაციო საქმიანობიდან შემცირდა 4.8 მლნ ლარამდე
1Q21-ში, რაც GCAP-ის განმარტებით, ძირითადად გამოწვეულია ნეგატიური წმინდა ფულადი
სახსრების მოძრაობის შედეგად, რაც ნაწილობრივ ანაზღაურდა სასმელი ბიზნესის საოპერაციო
ფულადი ნაკადის მყარი ზრდით.
GCAP-ის
სხვა პორტფოლიოში შედის მცირე კომპანიები შეზღუდული პოტენციალით, 0.5 მლრდ ლარის
კაპიტალის ღირებულების მისაღწევად.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss