ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ნადარაია ლარის გამყარებას ელის
21 მაისი, 2021, 12:55
ნადარაია ლარის გამყარებას ელის

თბილისი (GBC) - ლარი მყარდება და  ჯიხურებთან ფულის გადამხურდავებლები  მომრავლდნენ, მოქალაქეების კატეგორია, იაფად ნაყიდი დოლარის ძვირად გაყიდვის პერსპექტივით. მათ სებ-ი მუდმივად კი აფრთხილებს რომ  კონვერტაციით და უკუკონვერტაციით საბოლოოდ მაინც წაგებულები რჩებიან.

თუმცა პანდემიის გაურკვევლობაში და პანდემიამდელ გარკვეულობაშიც, მოქალაქეები თავის გატანას თავად ცდილობენ. რადგან  სამთავარობო თუ დამოუკიდებელი ექსპერტების მოლოდინები ხან მართლდება, ხან კი  ზედმეტად  გადაჭარბებულია.(როგორც ჩვენთან აცხადებენ).

თიბისის მთავარი ეკონომისტი ოთარ ნადარაია  გადაუჭარბებლად ამბობს, რომ ლარმა მდგრადობა უნდა შეინარჩინოს.  რასაც სავალუტო შემოდინებები და პოზიტიური სენტიმენტები განაპირობებს. ლარის $1/₾3.29 -მდე გამყარებაში გარკვეული წვლილი რეფინანსირების განაკვეთის გაზრდასაც მიუძღვის (სებ-ის მპკ -ს 28 აპრილის გადაწყვეტილება). ნადარაია აღნიშნავს, რომ ზედმეტად გაუფასურებული ლარი წონასწორობის წერტილს უბრუნდება. 

ამ დროისთვის (12:50 სთ) ბლუმბერგზე  $/₾  კურსი 3.2886-ზეა ჩამოსული. პარასკევს  ყველაზე დაბალი კურსი - 3.2885,  ყველაზე მაღალი კი 3.3407 იყო.  ბოლო 12  თვეში კი ყველაზე  მაღალი -  1$/₾3.46. 

სებ-ის 21 მაისის  ოფიციალური კურსი $1/₾3.3537-ია (21/05/2020 -$1/₾3.19). 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები