ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
USAID საქართველოს $330 მლნ-მდე გამოუყოფს
21 მაისი, 2021, 12:58
USAID საქართველოს $330  მლნ-მდე გამოუყოფს
თბილისი (GBC) - USAID-იმ და საქართველოს მთავრობამ ხელი მოაწერს ახალ ორმხრივ შეთანხმებას განვითარების მიზნების შესახებ, რომლის საფუძველზეც USAID მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მლნ. აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს.

საქართველოს, თბილისი, 2021 წლის 21 მაისი – USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა და საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა ხელი მოაწერეს განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმებას, რომლის მიხედვით USAID მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს 330 მილიონ აშშ დოლარის მხარდაჭერას გაუწევს.  ახალი შეთანხმების საფუძველზე USAID/საქართველო დაიწყებს 2020 წლის ქვეყნის განვითარების სტრატეგიის სრულად განხორციელებას. ახალი სტრატეგია ითვალისწინებს საქართველოს მხარდაჭერას გარე მავნე ზეგავლენის წინააღმდეგ ბრძოლაში, ანგარიშვალდებული დემოკრატიული ინსტიტუტების შექმნას, ინკლუზიური ეკონომიკის ზრდას, რომელიც განაპირობებს ქვეყანაში მაღალანაზღაურებადი და მაღალშემოსავლიანი სამუშაო ადგილების შექმნას.

„არსებული შეთანხმება კიდევ უფრო ამყარებს ამერიკისა და საქართველოს მთავრობებს შორის სტრატეგიულ პარტნიორობას, რომელიც ხელს შეუწყობს ქვეყნის მდგრად განვითარებას და ევრო-ატლანტიკურ ინტეგრაციას. ამასთანავე, ორიენტირებულია USAID-ის მიზანზე, საქართველოში ითანამშრომლოს ისეთ  პარტნიორებთან, როგორებიცაა  მთავრობა, სამოქალაქო საზოგადოება, კერძო სექტორი  და ადგილობრივი სამოქალაქო ორგანიზაციები. მომდევნო ხუთი წლის განმავლობაში საქართველოს როგორც კერძო, ასევე საჯარო პარტნიორებთან ერთად  შევქმნით და დავაფინანსებთ საქართველოს განვითარების წინაშე არსებულ ეკონომიკურ, სოციალურ და მმართველობით გამოწვევებს“. - განაცხადა პიტერ ვიბლერმა, USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში.

საქართველოს ფინანსთა მინისტრმა ლაშა ხუციშვილმა აღნიშნა: “მსურს მადლობა გადავუხადო ამერიკის მთავრობას და ხალხს საქართველოს განვითარების მხარდაჭერისათვის. ამერიკის საერთაშორისო განვითარების სააგენტო ჩვენი ყველაზე მნიშვნელოვანი პარტნიორია, რომელიც მხარს უჭერს საქართველოში არსებულ სტრატეგიულ განვითარებას. ეს თანამშრომლობა გადამწყვეტი იყო დამოუკიდებლობის მიღების პირველ წლებში და ასეთივე მნიშვნელობა ენიჭება საქართველოს ევრო-ატლანტიკური ინტეგრაციის შემთხვევაშიც. დარწმუნებული ვარ, რომ განვითარების მიზნების ხელშეკრულებაზე ხელმოწერა ჩვენი წარმატებული თანამშრომლობის კიდევ ერთი წინ გადადგმული ნაბიჯია“.
განვითარების მიზნების შესახებ შეთანხმება ასახავს USAID-ის ვალდებულებას  პარტნიორობა გაუწიოს საქართველოს, რათა ქვეყანამ გადალახოს მის წინაშე არსებული მდგრადი განვითარების გამოწვევები, მათ შორის მოქალაქეზე ორიენტირებული პოლიტიკა, კანონის უზენაესობის გაძლიერებაში და რეგიონებში მდგრადი დასაქმების შესაძლებლობების შექმნა.
მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები