ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
გაჩეჩილაძე 2021-ში ეკონომიკის 3.6%-იან ზრდას პროგნოზირებს
მარიამ მინაძე
19 მაისი, 2021, 13:23
გაჩეჩილაძე 2021-ში ეკონომიკის 3.6%-იან ზრდას პროგნოზირებს

თბილისი (GBC) – Bank of Georgia Group PLC-ის გენერალური დირექტორის, არჩილ გაჩეჩილაძის შეფასებით, 2021 წლის პირველი კვარტალი ნაწილობრივი ჩაკეტილობით და შესაბამისად, საერთო ეკონომიკური საქმიანობის დაბალი დონით აღინიშნა.

მიუხედავად იმისა, რომ პირველ კვარტალში მშპ 4.2% –ით შემცირდა, მარტის შემდეგ დავინახეთ აქტივობის დონის ამაღლება, შეზღუდვების შემსუბუქებით.

მისი თქმით, მშპ მარტში დაახლოებით 4% –ით გაიზარდა, რაც პირველი წლიური ზრდაა გლობალური პანდემიის დასაწყისიდან. რაც COVID-19 ვაქცინაციის პროგრამის ამოქმედებასთან ერთად, გაჩეჩილაძისთვის დამაიმედებელია.

„ამჟამად ჩვენ ველით, რომ 2021 წელს საქართველოს ეკონომიკა 3.6% –ით გაიზრდება, რასაც ხელს შეუწყობს შეზღუდვების შემდგომი მოხსნა, ვაქცინაციის პროგრამის გაგრძელება და საერთაშორისო ტურისტების ნაწილობრივი დაბრუნება წელს“, - აცხადებს CEO.

მისივე თქმით, 2021 წლის პირველი კვარტლის განმავლობაში მათმა საბანკო ფრენჩაიზმა ძლიერი გამძლეობა აჩვენა. მათი საკრედიტო პორტფელის მაღალი ხარისხი აშკარაა, განსაკუთრებით კორპორაციული და საინვესტიციო მიმართულებით.

მიუხედავად რთული საოპერაციო გარემოსა, გაჩეჩილაძის ინფორმაციით, ჯგუფმა ძლიერი მომგებიანობა გამოავლინა 1Q21-ში ROAE - 21.5%, ზედიზედ მეოთხე კვარტალია, პანდემიის პირობებში ROAE-ს 20%-ზე მაღლა ვინარჩუნებთ. 

გასული წლის ანალოგიურ პერიოდში ROAE -18.6% იყო, ხოლო 4Q20-ში კი 21.3%.

ჯგუფმა 2020-ში ჯამურად 294.9 მლნ ლარის მოგება მიიღო და ეკონომიკური აქტივობის ფონზე,  ROAE-მ 13% შეადგინა.

საშუალოვადიანი გეგმაა ROAE-ს 20%-ზე მაღლა შენარჩუნება.

ცნობისთვის, TBC-ის CEO 2021 წელს ეკონომიკის ზრდას 4.2-4.7%-იან შუალედში ელის. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები