ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
ბიატრიჩეს მსოფლიო პრემიერა ვითიბის მხარდაჭერით
18 მაისი, 2021, 16:02
ბიატრიჩეს მსოფლიო პრემიერა ვითიბის მხარდაჭერით

თბილისი (GBC) - საქართველოში იტალიის საელჩოს და ვითიბი ბანკის მხარდაჭერით, 19 მაისს, რუსთაველის თეატრის დიდ სცენაზე, მარიამ ალექსიძის თანამედროვე ბალეტ „ბეატრიჩეს“ მსოფლიო პრემიერა შედგება.

2021 წელს, მთელი მსოფლიო აღნიშნავს, უდიდესი იტალიელი პოეტის, ფილოსოფოსისა და მოაზროვნის, დანტე ალიგიერის გარდაცვალებიდან 700 წელს, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტი“ და გიორგი ალექსიძის ფონდი უერთდება ამ ღირსშესანიშნავი თარიღის მსოფლიო აღნიშვნას.

პროფესორ დავით მაზიაშვილის იდეით, კონცეფციითა და ხელმძღვანელობით, დანტე ალიგიერის „ღვთაებრივი კომედიის“ საფუძველზე, ქორეოგრაფ მარიამ ალექსიძის მიერ, გიორგი ალექსიძის სახელობის „თბილისის თანამედროვე ბალეტისთვის“ დაიდგა საავტორო თანამედროვე ბალეტი - „ბეატრიჩე“. ოსკარის, ოქროს გლობუსისა და მრავალი ჯილდოს მფლობელი, თანამედროვე იტალიელი კომპოზიტორის, დარიო მარიანელის მიერ, ბალეტისათვის სპეციალურად შეიქმნა საავტორო მუსიკა, რომელიც თბილისის სახელმწიფო კამერულ ორკესტრ „საქართველოს სინფონიეტას“ მიერ, სცენაზე ცოცხლად გაჟღერდება. ბეატრიჩეს სახეს, დასის წამყვანი სოლისტი, მარიამ დარჩია შეასრულებს.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები