| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) – TBC Bank-ის გენერალური დირექტორის, ვახტანგ
ბუცხრიკიძის განცხადებით, 11 მაისის მონაცემებით, მათი ციფრული ბანკის TBC UZ– ის რეგისტრირებულ
მომხმარებელთა რაოდენობამ დაახლოებით 192,000 შეადგინა. დღეის მდგომარეობით კი, მათი
რაოდენობა 200,000-ს გაუტოლდა.
TBC UZ-ის
დაკრედიტების მოცულობამ 11 მაისისთვის 9.3 მლნ ლარი შეადგინა. იმავე პერიოდში კი მოიზიდა
8.7 მლნ ლარის დეპოზიტები.
„ეს მონაცემები
აღსანიშნი მიღწევაა და მიუთითებს იმაზე, რომ ჩვენი ბრენდის აღქმა ახალ ბაზარზე სწრაფად
იზრდება“, - აცხადებს ბუცხრიკიძე.
ტრანზაქციების რაოდენობა ასევე მზარდია, განსაკუთრებით
POS ტერმინალებში, რაც მისი თქმით, ბარათების რაოდენობის ზრდითაა გამოწვეული, რომლმაც
11 მაისისთვის 47,000 -ს მიაღწია.
გარდა ამისა, 1Q21 -ში Payme-მ განაგრძო ზრდა და მისი რეგისტრირებული
მომხმარებლების რაოდენობამ 3.4 მილიონს მიაღწია, რაც 72.5% -ითაა გაზრდილი (y.y).
მისი შემოსავალი კვარტლის განმავლობაში 100.8% –ით გაიზარდა
(y.y) და 5.2 მლნ ლარი შეადგინა, ხოლო წმინდა მოგება 134.1% –ით გაიზარდა (y.y) და
3 მლნ ლარი შეადგინა.
ზრდა, ბუცხრიკიძის თქმით, მომხმარებელთა გაზრდილმა რაოდენობამ
და მომსახურებების გაფართოვებამ განაპირობა.
Payme-ს
მოგებამ FY20-ში
8.3 მლნ ლარი, ხოლო შემოსავლებმა 16.6 მლნ ლარი შეადგინა.
1Q21-ში
თითო აქტიურ მომხმარებელზე ტრანზაქციების რაოდენობამ 10.8 შეადგინა, როცა 1 წლის წინ
ეს მაჩვენებელი 8.9 იყო.
გარანტიებისა და შემოსავლის დამადასტურებელი ცნობის გარეშე
(ელექტრონული შემოწმების საფუძველზე), TBC-მ უზბეკეთში სწრაფი სესხების გაცემა მიმდინარე
წლის თებერვალში დაიწყო.
TBC UZ მომხმარებელს 20 მლნ უზბეკური სუმს (დაახლოებით
$1900) 3-36 თვიან პერიოდზე სთავაზობს. % რეგისტრირებული მომხმარებლებისთვის ავტომატურად
გამოითვლება, ყოველი მომდევნო კრედიტზე კი საპროცენტო განაკვეთი იკლებს.
TBC ამჟამად მხოლოდ საცალო ვაჭრობის სეგმენტს ემსახურება და
მომდევნო ეტაპზე, გეგმავს შეთავაზების MSME– სთვის გაფართოებასაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss