ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
საგარეჯოს ქათამი იყიდება
მარიამ მინაძე
17 მაისი, 2021, 16:15
საგარეჯოს ქათამი იყიდება

თბილისი (GBC) - „საგარეჯოს ქათამი“ იყიდება. ღირებულება $300,000-ია.

მოქმედი მეფრინველეობის ფერმა საგარეჯოს რაიონში, სოფელ თოხლიაურში მდებარეობს.

ფერმა 25,000 მეხორცულ ბროილერზეა (5 ცეხი) გათვლილი, რაც იმას ნიშნავს, რომ წლიურად შესაძლებელია 150,000 ცალი ბროილერის წარმოებაა შესაძლებელი.

1 ჰა არასასოფლო - სამეურნეო მიწაზე 1,900 კვ.მ შენობა - ნაგებობაა განთავსებული.

ფერმა სრულადაა აღჭურვილი ბროილერის გამოზრდის (ავტომატური საკვებურები, საწყურებლები), გათბობის და გაგრილების სისტემებით.

ამავე დროს გააჩნია ლიცენზირებული სასასაკლაო და გაყიდვის წერტილები თბილისში.

კომპანიის განცხადებით, Covid პანდემიას მეფრინველეობის ბიზნესზე დიდი გავლენა არ მოუხდენია, ვინაიდან ქათმის ხორცი შედარებით იაფი პროდუქცია. ამიტომ გასულ წელს გაყიდვები ნორმალური იყო.

საერთაშორისო ბაზარზე, საიდანაც საკვები ნედლეული შემოდის, პროდუქცია გაძვირდა, თუმცა უკვე დასტაბილურდა და შესაბამისად, ქათმის ხორცის ფასში ლარის გაუფასურება უკვე ასახულია. პანდემიამდე პერიოდთან შედარებით ხორცის ფასი 1 ლარზე მეტადაა გაზრდილი. კომპანია ხორცის ფასის შემდგომ მატებას ბაზარზე არ ელის.

ამ დროისთვის კი ცოცხალი ქათმის ფასი 5.5 ლარია, დაკლულის კი 6.5 ლარი.

„საგარეჯოს ქათამი“ რეალიზაციას ძირითადად თბილისში, დისტრიბუტორების მეშვეობით საცალო მარკეტებსა და აგრარულ ბაზრებში ახდენს. ხოლო ცოცხლად კი პროდუქცია მარნეულსა და გარდაბანში იყიდება.

„საგარეჯოს ქათამი“ კარფურის მაღაზიათა ქსელშიც იყიდებოდა, თუმცა კომპანიამ ფასის გათვალისწინებით გაყიდვა დისტრიბუტორების მეშვეობით არჩია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები