| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ეიპიემ
ტერმინალსი საქართველოში უდიდესი მრავალმიზნობრივი, ფოთის საზღვაო ნავსადგურის ოპერირებას
2011 წლის მაისიდან შეუდგა.
გასული ათი წლის განმავლობაში,
ფოთის საზღვაო ნავსადგურის თანამედროვე საერთაშორისო სტანდარტებზე მორგებისა და მოდერნიზაციის
კუთხით განხორციელდა $85 მლნ-ზე მეტი ინვესტიცია, რომელიც მიმართული იყო მოძველებული საპორტო ინფრასტრუქტურისა
და ტექნიკის, სანავსადგურე ფლოტის, საბაჟო ცენტრისა და სარკინიგზო და საავტომობილო
გზების განახლებაზე.
პარალელურად, გატარდა
არაერთი მრავალმხრივი ცვლილება ოპერაციების უსაფრთხოებისა და ეფექტურობის გაუმჯობესების
კუთხით. შედეგად, გაიზარდა ნავსადგურის საოპერაციო მოცულობა;
დღესდღეობით, ნავსადგური
ოპერირებს გლობალური საოპერაციო და უსაფრთხოების საუკეთესო პრაქტიკის შესაბამისად,
და რაც მთავარია, მომხმარებლებზე ორიენტირებულობამ მნიშვნელოვანი შედეგები გამოიღო
ნავსადგურის მომსახურებებით მოსარგებლე მხარეების კმაყოფილების ამაღლების მხრივ.
მაერსკის გლობალური სტრატეგიის
კვალდაკვალ, ეიპიემ ტერმინალს ფოთს საქართველოს ეკონომიკური განვითარების ხელშეწყობის
გრძელვადიანი ხედვა აქვს, რისი ბოლოდროინდელი ნათელი მაგალითიცაა ახალი ღრმაწყლოვანი
ნავსადგურის განვითარების პროექტი.
აღნიშნული წამოწყება უმნიშვნელოვანესია
დაგეგმილი ლოგისტიკური დერეფნის განვითარებისთვის, რაც გააძლიერებს საქართველოს როლს
შუა აზიასა და ევროპას შორის სავაჭრო ურთიერთობებში და მნიშვნელოვან სარგებელს მოუტანს
ჩვენი ქვეყნის და სრულიად რეგიონის ეკონომიკებს.
ახლახანს გამოცხადებული
მცირე მეწარმეობის მხარდაჭერის მასშტაბური პროგრამა, რომელიც მიზნად ისახავს ფოთში
მცირე მეწარმეობის გამოცოცხლებას, წარმოადგენს თვალსაჩინო მაგალითს ეიპიემ ტერმინალს
ფოთის სისტემური მიდგომისა, რომელიც გულისხმობს სხვადასხვა სოციალური პროექტითა თუ
ინიციატივით ადგილობრივი საზოგადოების გაძლიერებასა და მხარდაჭერას ისეთი მნიშვნელოვანი
მიმართულებებით, როგორიცაა ხარისხიანი განათლება, სოციალური დაცულობა თუ მდგრადი განვითარება.
“გვეამაყება, რომ ეიპიემ
ტერმინალსის მმართველობის პირობებში, ფოთის საზღვაო ნავსადგური ყალიბდება თანამედროვე,
სტაბილურ, მაღალი სოციალური პასუხისმგებლობის მქონე ეფექტურ ორგანიზაციად, ნავსადგურის
კიდევ მეტად განვითარების დიდი სამომავლო გეგმებით, რაც საბოლოო ჯამში, სხვადასხვა
სახის მნიშვნელოვან სარგებელს ქმნის ფოთისთვის, საქართველოსა და სრულიად რეგიონისთვის”
განაცხადა კელდ მოსგაარდ ქრისტენსენმა „ეიპიემ ტერმინალს ფოთის“ გენერალურმა დირექტორმა.
არსებული პანდემიური ვითარებიდან
გამომდინარე, ნავსადგური მოკრძალებულად ხვდება აღნიშნულ საიუბილეო თარიღს. თუმცა, კომპანია
თითოეულ თანამშრომელს და მათი ოჯახის წევრებს, მომხმარებლებს, ფოთის მცხოვრებლებს
და სრულიად საქართველოს უსურვებს ჯანმრთელობას და კეთილდღეობას.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss