| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - USAID და Gazelle Finance-მა ახალი, 3 წლიანი პროგრამა დაიწყეს , რომელიც საქართველოში მცირე და საშუალო მეწარმეებს ტექნიკურ მხარდაჭერას გაუწევს და COVID-ის წინააღმდეგ მდგრადობაში დაეხმარება.
პროგრამა გააძლიერებს 30-ზე მეტ, მაღალი პოტენციის მქონე მცირე და საშუალო საწარმოების ტექნიკურ და ფინანსურ შესაძლებლობებს, დაეხმარება მათ კერძო სექტორიდან ინვესტიციების მოზიდვაში, რაც მნიშვნელოვანია პანდემიის და მის შემდგომ პერიოდში მათი ეკონომიკური გარემოს გაუმჯობესებისათვის.
პროგრამა ორიენტირებული იქნება მაღალი პოტენციის მქონე მცირე და საშუალო ბიზნესზე, ხელს შეუწყობს მათ კერძო ფინანსების მოზიდვაში, ბიზნესის გაფართოებასა და მათ თემში სამუშაო ადგილების შექმნაში.
პროგრამა ხელს შეუწყობს ბენეფიციარ ბიზნესებს გავიდნენ ახალ საექსპორტო ბაზრებზე, გააძლიერონ მენეჯმენტი და გააუმჯობესონ გარემოს დაცვითი, სოციალური საკითხები და ეფექტური გახადონ მმართველობა.
“პანდემიამ დიდი ზიანი მიაყენა მცირე და საშუალო ბიზნესებს. ვიწყებთ პანდემიის შემდგომ აღდგენაზე ფიქრს, აუცილებელია რომ ბიზნესებმა მიიღონ ის დაფინანსება, რაც მნიშვნელოვანია მათი გაძლიერებისთვის. განავითარონ ინოვაციური პროდუქტები და ისეთი სერვისები, რომელიც ხელს შეუწყობს საქართველოს გონივრულ და გრძელვადიან ეკონომიკურ განვითარებას” - განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართველოში, პიტერ ვიბლერმა.
“შეიქმნება 1,677 ახალი სამუშაო ადგილი და საქართველოში პირდაპირი ინვესტიციების სახით $15 მლნ-ს მოიზიდავს“ - განაცხადა Gazelle Finance-ის ხელმძღვანელმა, ჯეფრი ლიბერთმა.
“კომპლექსური დაფინანსების ეს მიდგომა, ნოუჰაუს ტრანსფერის და საინვესტიციო კაპიტალის კომბინაცია, გრძელვადიანი ბიზნესის შექმნის გადამწყვეტი ინგრედიენტია, რომელსაც ამ ეტაპზე ადგილობრივი კაპიტალის ბაზრები ნაკლებად განიხილავს.”
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss