ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ტურიზმის წილი ეკონომიკაში 2%-მდე შემცირდა
17 მაისი, 2021, 14:29
ტურიზმის წილი ეკონომიკაში 2%-მდე შემცირდა

თბილისი (GBC) - პანდემიამდე გარე ტურიზმის აქტივობით შექმნილი დამატებული ღირებულების წილი მთლიან შიდა პროდუქტში, ეროვნული ბანკის შეფასებით, 12.1 პროცენტს აღწევდა, მაშინ როდესაც ადგილობრივი ტურიზმის წილი ბოლო წლებში 2.5 პროცენტის ფარგლებში მერყეობდა . თუმცა პანდემიამ ეს პოზიტიური დინამიკა სრულიად შეცვალა

კერძოდ, გარე ტურიზმის წილი ეკონომიკაში 2%-მდე, ხოლო შიდა ტურიზმის წილი 2.3%-მდე შემცირდა

2019 წელს, ისეთმა დარგებმა, როგორებიცაა განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების საქმიანობა (რეალური ზრდა 18.5 პროცენტი), უძრავი ქონებისა (რეალური ზრდა 4.1 პროცენტი) და ტრანსპორტის (რეალური ზრდა 8.4 პროცენტი) სფეროები, სადაც უცხოელ ვიზიტორთა მონაწილეობა საკმაოდ მაღალია, რეალური მშპ- 5 პროცენტიან ზრდაში 1.6 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანა. ხოლო 2020 წელს მათი ზრდის ტემპი და, შესაბამისად, ზრდაში წვლილები, უარყოფითი გახდა

მთლიანობაში, 2020 წელს რეალური მშპ 6.2 პროცენტით შემცირდა, რაშიც წმინდა ექსპორტის წვლილი -9.8 პროცენტული პუნქტი იყო. ეს შემცირება კი, უმეტესწილად, მომსახურების ექსპორტის მკვეთრ კლებას უკავშირდება, რაც, უმთავრესად, საერთაშორისო მოგზაურებისგან შემოსავლების მიღების შეწყვეტამ გამოიწვია. რაც შეეხება ეკონომიკურ დარგებს, რომლებშიც უცხოელ ვიზიტორთა მონაწილეობა, როგორც წესი, საკმაოდ მაღალია, 2020 წელს აქაც მნიშვნელოვანი კლება დაფიქსირდა. მაგ: განთავსების საშუალებებით უზრუნველყოფის და საკვების მიწოდების დარგის რეალური ზრდა -37.9 პროცენტი იყო, უძრავ ქონებასთან დაკავშირებული საქმიანობების რეალური ზრდა -0.1 პროცენტი იყო; ტრანსპორტის კი - -22.3 პროცენტი. ხოლო რეალური მშპ- 6.2 პროცენტიან კლებაში მათ -3.0 პროცენტული პუნქტის წვლილი შეიტანეს“, - განმარტავენ ეროვნულ ბანკში

 

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები