ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
ანზორ ერქომაიშვილის გახსენება
14 მაისი, 2021, 19:40
ანზორ ერქომაიშვილის გახსენება

თბილისი (GBC)) „ აქ შევიკრიბეთ, რომ  კიდევ ერთხელ პატივი მივაგოთ ჩვენს დიდ ქართველს, დიდ გურულს ძალიან ბევრი შეიძლება ვისაუბროთ ბატონი ანზორ ერქომაიშვილის ღვაწლზე და მის საქმეზე,  მან პრაქტიკულად მთელი ცხოვრება მიუძღვნა ჩვენს ქვეყანას, ქართულ მუსიკას, ფოლკლორს და შექმნა უზარმაზარი, უნიკალური ბაზა, რომელიც შემოუნახა და გადაეცა ჩვენს მომავალ თაობას. მოგეხსენებათ, რომ საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებით, სახელმწიფო ფოლკლორის ცენტრს მიენიჭა ბატონი ანზორ ერქომაიშვილის სახელი, მისი სახელის უკვდავსაყოფად. ეს ასეც არის და ასე იქნება მუდმივად. მინდა აღვნიშნო დიდი პატივისცემით, რომ საქმეს, რომელიც ანზორ ერქომაიშვილმა დაიწყო, უზარმაზარი საგანძური, რომელიც შემოგვინახა და დაგვიტოვა, ღირსეულად აგრძელებს ბატონი გიორგი დონაძე. მე მინდა მას მივესალმო განსაკუთრებით და როგორც ბატონი ანზორის გამორჩეულ მოწაფეს და მისი საქმის გამგრძელებელს, მინდა ვუსურვო დიდი წარმატებები და მადლობა ვუთხრა მას ბატონი ანზორის საქმის გაგრძელებისთვის“,- განაცხადა პრემიერმა  ანზორ ერქომაიშვილის მემორიალური დაფის გახსნაზე. ცერემონიალს ანზორ ერქომაიშვილის მეუღლე ლალი სეთურიძე, კულტურის, სპორტისა და ახალგაზრდობის მინისტრი თეა წულუკიანი, განათლებისა და მეცნიერების მინისტრი მიხეილ ჩხენკელი,  გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი, აღმასრულებელი და საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები და საქართველოს ფოლკლორის სახელმწიფო ცენტრის დირექტორი გიორგი დონაძე დაესწრნენ.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები