| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - პროფესიული უნარ-ჩვევების განვითარებისთვის USAID ახალ 5 წლიან პროგრამას იწყებს
„კერძო სექტორი პროფესიული განათლებისათვის“ პროგრამა, რომელსაც საერთაშორისო ექსპერტთან კორპუსი (IESC) ახორციელებს, ითანამშრომლებს კერძო საწარმოებთან და მხარს დაუჭერს სტუდენტებს, სამუშაოს მაძიებლებს და პროფესიონალებს მიიღონ საქართველოს ეკონომიკის ნგანვითარებისთვის მოთხოვნადი ცოდნა და უნარ-ჩვევები.
“კერძო სექტორზე დაფუძნებული განვითარებადი ეკონომიკა მოითხოვს მაღალკვალიფიციურ სამუშაო ძალას, რომელსაც გააჩნია თანამედროვე ეკონომიკისათვის საჭირო ინსტრუმენტები. საქართველოს სტუდენტებს და პროფესიონალებს დიდი პოტენციალი აქვთ და შეგვიძლია მათ ამ პოტენციალის რეალიზებაში დავეხმაროთ“- განაცხადა USAID-ის მისიის დირექტორმა საქართვლოში, პიტერ ვიბლერმა.
“ინიციატივის ფარგლებში საქართველოს მოსახლეობას ხელს შევუწყობთ არამარტო დასაქმდნენ, არამედ წვლილი შეიტანონ ეკონომიკის განვითარებაში. ამავდროულად, ჩვენ ბიზნესთან და სამრეწველო ჯგუფებთან პარტნიორობის ახალ ეტაპზე გადავდივართ. დამსაქმებლებთან თანამშრომლობით შევქმნით ისეთ პროგრამებს, რომლებიც საქართველოს სამუშაოს მაძიებლებს დააკავშირებს ახალ შესაძლებლობებთან, ხოლო საქართველოს ბიზნესს უზრუნველყოფს ისეთი უნარჩვევების მქონე სამუშაო ძალით, რომელიც მათ სჭირდებათ. ” პროგრამა ორიენტირებული ტურიზმის სექტორზე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss