ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
სოფლები თბილისს ციფრულად გაუთანასწორდება
14 მაისი, 2021, 14:35
სოფლები თბილისს ციფრულად გაუთანასწორდება

თბილისი (GBC) - ამ 300  წლიან ხის ჩრდილში  ჯდომა რად ღირს, - სებასტიან  მოლინეუსმა ინტერნეტიზაციის პროექტის პრეზენტაციაზე ინტერნეტზე წვდომის გაზრდით, ქართული სოფლების შესაძლებლობების გაზრდაზე აღნიშნა. "საქართველომ დაიწყო მოგზაურობა ციფრულ სამყაროში", -  მსოფლიო ბანკის რეგიონულმა დირექტორმა  გურიაში, ბახვის საჯარო სკოლაში,სანდო და დაცული ფართოზოლვანი ინტერნეტის სიკეთეზე ისაუბრა და გურულებს  საპილოტე პროექტის წარმატებით დასრულება მიულოცა.

"ეს მხოლოდ დასაწყისია და ვადასტურებ, რომ „ოუფენნეტის“ პროექტი, რომელსაც მხარს უჭერს მსოფლიო ბანკი და ასევე ევროპის საინვესტიციო ბანკი, დააკავშირებს მეტ ადამიანებს, საწარმოებს, დაწესებულებებს.  Log in Georgia-ის პროექტს  0.5 მლნ ბენეფიციარი ჰყავს, მათ შორის ბავშვები, რომლებსაც ინტერნეტის დასაჭერად მუდმივად ადგილის შეცვლა აღარ მოუწევთ. სასტუმრო ბიზნესი უკეთესად შეძლებს პოზიციონირებას, ფერმერულ მეურნეობებს გაყიდვის მეტი უფრო მოქნილი არხი ექნება. ბიზნესი „ონლაინ“ პლატფორმებზე გაყიდის პროდუქტს თუ მომსახურებას .

თბილისთან სოფლების ციფრული გათანასწორების მიზანზე, 5 000 კმ-იანი ოპტიკურ ბოჭკოვანი ინფრასტრუქტურის პროექტის პრეზენტირებისას ეკონომიკის მინისტრმა განაცხადა, რომ გურიის შემდეგ, სადაც ინტერნეტის 29 000  ადამინისთვის არის ხელმისაწვდომი, შემდეგ საპილოტე პროექტი ქობულეთის მუნიციპალიტეტში (50 კმ)  13 დასახლებული პუნქტისთვის განხორციელდება და 10 500  პირი ისარგებლებს.  საყოველთაო ინტერნეტიზაციაში ჩოხატაური , რაჭა-ლეჩხუმი, ქვემიო სვანეთი და ყველა სხვა რეგიონი ერთვება.  დასრულდება 2025 წელს.


მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები