| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - .ტყითსარგებლობის ახალი წესით არამერქნული ტყის პროდუქტებით ( ასკილი, მაყვალი, ჟოლო ...) სარგებლობა დაშვებულია. ახალი რეგულაცია პირადი მოხმარებისთვის არამერქნული რესურსით სარგებლობას არ კრძალავს.
გარემოს და სოფლის მეურნეობის სამინისტროს ცნობით, კერძო სექტორის მოთხოვნის საფუძველზე, შესაძლებელი გახდა ამ რესურსით კომერციული საქმიანობაც, რაც, ახალი რეგულაციის მიღებამდე, აკრძალული იყო. შესაბამისად, ქვეყანაში არ არსებობდა არამერქნული რესურსის მოპოვების ლეგალური გზა, რის გამოც, დაინტერესებულებს ბიზნესის კანონიერად წარმოება ეზღუდებოდა.
კომერციული მიზნით ტყის არამერქნული რესურსებით სარგებლობის უფლება გაიცემა იურიდიულ პირზე, რომელმაც განცხადება და დოკუმენტაცია ტყის მართვის ორგანოში უნდა წარადგინოს და შემდეგ განსაზღვრულ ტერიტორიაზე 1 წლით მოიპოვებს. მომპოვებელმა შეგროვებულ რესურსზე ანგარიში წლის ბოლოს უნდა წარადგინოს და გადაიხადოს მოსაკრებელი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss