| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) -
კომპანია თბილღვინოს გენერალური
დირექტორის ზურაბ მარგველაშვილის განცხადებით, მიუხედავად იმისა, რომ რთული წელი იყო,
კომპანიამ 2020 წელი 2019-ზე უკეთესი შედეგებით დაასრულა.
კომპანიის
გაყიდვები დაახლოებით 3-4%-ით გაიზარდა. მათ შორის გასული წლის შუა პერიოდში იყო ჩავარდნა
ადგილობრივ ბაზარზე, რაც წლის ბოლოს გამოსწორდა. საერთო ჯამში კი ადგილობრივი გაყიდვების
მინუსი, ექსპორტის ზრდამ დააბალანსა.
მიმდინარე
წელი კი 4 თვის მონაცემებით, 3%-იანი გაყიდვების
ზრდით დაიწყო.
კომპანია
თბილღვინომ 2020 წლის პანდემიის პერიოდი სიმძლავრეების გაზრდისთვის, ვენახების გაშენებისთვის
და ხარისხობრივი მაჩვენებლების გაუმჯობესებისთვის გამოიყენა.
გასულ
წელს გააშენა 42 ჰა საფერავის ჯიშის ვენახი, წელს მარტი-აპრილის პერიოდში 54 ჰა, რის
შედეგადაც კომპანიას უკვე საკუთრებაში 355 ჰა საკუთარი ვენახები აქვს, თავისი წვეთოვანი
საირიგაციო სისტემებით.
თბილღვინო
ვენახებს 2013-14 წლებიდან აშენებს. მათ შორის, მოსავალი ზოგიერთმა ვენახმა შარშან
მისცა, ზოგიერთმა წელს უნდა მოისხას. 2020-ში კომპანიამ 2000 ტონა ყურძნის მოსავალი
მიიღო, წელს მარგველაშვილი მეტ მოსავლიანობას ელის, თუკი ამინდები შეუწყობს ხელს. დაახლოებით,
2000-2500 ტონას, ვარაუდი ზაფხულის მეორე ნახევრიდან უფრო ზუსტი იქნება.
თბილღვინოს რეალიზაცია 30-ზე მეტ ბაზარზე, 70-ზე მეტი პარტნიორობით ხდება. ექსპორტს
გაყიდვების დაახლოებით 90% უჭირავს.
მათ
შორის, მარგველაშვილის ცნობით, კომპანიამ 2020-ში 5 ახალი კონტრაქტის გაფორმება შეძლო
დიდი ბრიტანეთის, ბელორუსის და ესტონეთის ბაზრებზე.
საექსპორტო
ბაზრებში 2020 წელს წარუმატებელი იყო ჩინეთის ბაზარი, რაც წელსაც დიდად არ გამოირჩება.
მეზობელ
რუსეთში ექსპორტი, თბილღვინოსთვის ტრადიციულად მნიშვნელოვანი იყო, სადაც დივერსიფიცირების
გათვალისწინებით, ექსპორტი 30%-ს არ აღემატება. მარგველაშვილის თქმით, ბაზარზე რამდენიმე
პარტნიორი ჰყავთ, მათ შორის, 3 ქსელთან პირდაპირ თანამშრომლობენ და რუსეთში გაყიდვების
ჩავარდნა არ ყოფილა.
„ჩვენი
მიზანია მინიმუმ შევინარჩუნოთ გაყიდვები“, - აცხადებს მარგველაშვილი.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss