| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - 2020 წლის მარტი, აპრილი, მაისის მაჩვენებლების მიხედვით, თითოეულ თვეში კომპანიების სრულად შეჩერების საშუალო მაჩვენებელი იყო თვეში 108 კომპანია,, ხოლო საქმიანობის დროებით შეჩერებას აფიქსირებდა თვეში საშუალოდ 233 კომპანია.
მონაცემები ნეგატიურია 2021 წელს, დროებით საქმიანობაშეჩერებული კომპანიების რაოდენობა თითქმის გასამმაგდა. პორტალ „ბიას“ მონაცემებით, 2021 წლის მარტი, აპრილის მაჩვენებლების დინამიკით, ერთ თვეშისრულად შეჩერების საშუალო მაჩვენებელი არის თვეში 124 კომპანია, ხოლო საქმიანობის დროებით შეჩერებას თვეში საშუალოდ 562 კომპანია აჩვენებდა.
„ვხედავთ რომ სრულად შეჩერების დინამიკაში ცვლილება თითქმის უმნიშვნელოა რაც სასახიარულოა, მაგრამ ამას ვერ ვიტყვით კომპანიების დროებით შეჩერების შესახებ, რიცხვებიდან გამომდინარეც ნათლად ჩანს, რომ კომპანიების დროებით შეჩერების ტენდენცია გაორმაგებულია. თუკი პანდემიის პირველმა ტალღამ გამოწვია 700-მდე კომპანიის დროებით შეჩერება, ამჟამად აპრილი თვის მაჩვენებლით უკვე 1125 კომპანია არის დროებით შეჩერებული და ჯერ კიდევ პანდემიის მიმდინარე ეტაპზე ვართ, რაც თავის თავად ნიშნავს, რომ ეს ციფრები კიდევ გაიზრდება გაზაფხულის ბოლომდე“, - განმარტავენ „ბიაში“.
განსაკუთრებით ზარალდება მცირე ბიზნესი, რადგანაც გასულ წელსაც დროებით შეჩერებულ კომპანიებში 93% იყო მცირე ზომის კომპანია და ამჟამადაც არსებული მონაცემებით დროებით შეჩერებული კომპანიებიდან 98% არის მცირე ზომის კომპანიები.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss