| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - Bank of Georgia Group PLC- ის (BOGG) თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების ტრასტის მმართველმა,
Sanne Fidiciary Services Limited-მა, ბროკერის მიერ მართული გამოსყიდვის პროგრამის
ფარგლებში BOGG-ს 29,290 ცალი ჩვეულებრივი აქცია შეისყიდა (ნომინალური ღირებულებით
£0.01). საშუალო ფასმა თითო აქციაზე £10,84 შეადგინა.
ვაჭრობა 7
მაისს შედგა. ტრასტს აქციები მისი პოტენციური ბენეფიციარების
ჯილდოებისთვის უჭირავს, რომელთა შორის აღმასრულებელი დირექტორი და ჯგუფის მენეჯერული
პასუხისმგებლობის მქონე პირები არიან.
აღნიშნული ტრანზაქციის შემდეგ, თანამშრომელთა ცვალებადი ანაზღაურების
ტრასტის საკუთრებაში 424,319 ცალი
აქცია იქნება, რაც ჯგუფის მიერ გამოშვებული სააქციო კაპიტალის 0.86%-ია. აქციები სრულად ჯილდოებისთვისაა (ცვალებადი ანაზღაურებისთვის)
განკუთვნილი.
მენეჯერებისა და თანამშრომლების ჯილდოებისთვის BOGG აქციებს ეტაპობრივად
ყიდულობს, წინა კვირას განხორციელებულ ტრანზაქციასთან შედარებით, აქციების ფასმა მცირედით
დაიკლო.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss