ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
სინოვაკის საიმედოობასაც WHO მალე აღიარებს
11 მაისი, 2021, 15:42
სინოვაკის საიმედოობასაც WHO მალე აღიარებს

თბილისი (GBC)  - სინოვაკი რამდენიმე კომპონენტში აღემატება კიდეც სინოფარმს,  - ივანე ჩხაიძემ ვაქცინაციის საბჭოს სხდომის შემდეგ განაცხადა, რომ სინოვაკს ჯანმოს სტრატეგიულ მრჩეველთა საბჭოს დადებითი დასკვნა უკვე აქვს და დიდი ალბათობით მალე აღიარებს. საქართველოც ვიზას ამ ნიშნით აძლევს, რადგან ჯანმო საბოლოოდ გადაწყვეტილებას სმს-ის რეკომენდაციით იღებს. 

სინოვაკის საიმედოობაზე, იმუნიზაციის მრჩეველთა ტექნიკური ჯგუფის ხელმძღვანელმა, 32 ქვეყანაში, 200 მლნ დოზის ადმინისტრირების პრაქტიკა მოიხმო. 3-ჯერად აცრის საჭიროებაზე, ჟურნალისტების კითხვის საპასუხოდ აღნიშნა, რომ ამ დროისთვის სინოვაკი და არცერთი მწარმოებელი მე-3 გამაძლიერებელი დოზის საჭიროებაზე არ აცხადებს, თუმცა სამომავლოდ არ არის გამორიცხული. 5 ქვეყანაში ჩატარებულ მე-3 ფაზის კვლევების შედეგებზეც გაამახვილა ყურადღება, ბრაზილიამ კი 50.5% საიმედოობა აჩვენა, თუმცა ჩილემ და თურქეთმა 82%-იანი. ამასთან 50 % ზღვარი საკმარისი ხდება დამოუკიდებელი მწარმოებლებისთვისაც.

სინოვაკით 10 000 უკვე აიცრა და 30 000  ჯავშანია. ივანე ჩხაიძეს გაცხადებული აქვს, რომ საყოველთაო ვაქცინაციისთვის ვაქცინა ჯერ არასაკმარისია. სექტემბრისთვის  მოქალაქეებს უფრო დიდი არჩევანი ექნება. ვაქცინებში ამ ეტაპზე  ფაიზერია  დაწინაურებული. აშშ-სა და კანადაში ასაკობრივი ჯგუფი 12  წლამდეა ჩამოწეული და რეკომენდებულია 6 თვის ასაკიდანაც. 

ვაქცინაციის საბჭომდე, უწყებათშორისი საბჭო გაიმართა და მუნიციპალურ ტრანსპორტის გადაადგილებაზე 11-12 მაისის სააღდგომო შეზღუდვის მოხსნის გადაწყვეტილება მიიღო. კოემენდანტის საათი 21:00-05:00 შენარჩუნებულია.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები