| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი ( GBC) -საქართველოში
1 ჰექტარზე გაშენებული ზეთისხილის ბაღი 8-9 ათასი დოლარის გარანტირებული შემოსავლის
ტოლფასია.მსოფლიო საერთაშორისო ზეთისხილის საბჭოს პრეზიდენტის გიორგი სვანიძის განცხადებით,ერთ
ჰექტარზე ირგვება დაახლოებით 550 ნერგი. მეოთხე-მეხუთე წელს ერთი ხე მასიმუმ 50 კგ-ს, საშუალოდ 15-20 კგ. ნაყოფს იძლევა, რაც
დაახლოებით 8- 10 ან 12 ტონაა ჰექტრზე.
თუ მოსავალი მინიმუმ 8 ტონა იქნება და კილოგრამი
7-8 ლარად გაიყიდება ეს დაახლოებით
40 ათსი ლარია. გარდა ამისა, 10 ტონა ზეთისხილიდან დაახლოებით 3 ტონამდე ზეთი მიიღება. 1კგ ზეთი კი ბაზარზე მინიმუმ 3.5 დოლარი ღირს. შესაბამისად სვანიძის გათვლებით,
კარგი მოვლის შემთხვევაში 1 ჰექტრიდან 8
-9 ათასი დოლარის შემოსავალი გარანტირებულია.
სოფლის მეურნეობის სამინისტროს ოფიციალიური მონაცემებით,სახელმწიფო
პროგრამა „დანერგე მომავალს“ ამჟამად 30 ბენეფიციარი ჰყავს, რომლებსაც დაახლოებით
540 ჰექტარზე აქვთ ზეთისხილი გაშენებული და მთლიანმა ინვესტიციამ 5 მილიონ ლარს მიაღწია,
საიდანაც 3 მილიონი სახელმწიფოს წილია.500 ჰექტარს აჭარბებს ზეთისხილის ბაღები, რომლებიც
ფერმერებმა სახელმწიფოს დახმარების გარეშე გააშენეს. სამინისტროს გათვლებით, 2025 წლისათვის
საქართველო ადგილობრივ ბაზრებს დაახლოებით, 9-10 ათას ტონა პროდუქტს მიაწვდის.ზეთისხილის პირველი ბაღები საქართველოში
2017 წელს გაშენდა.სვანიძის თქმით, დღეის მდგომარეობით ქართული ბაზრის დაახლოებით 25 % უკვე ადგილობრივ
წარმოებას უჭირავს. ზეთისხილის მსოფლიო ბაზრის 51% ესპანეთი აკონტროლებს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss