| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი
(GBC) – TBC Bank Group PLC-ის ცნობით, ჯგუფის ყოველწლიური გენერალური შეხვედრა (AGM)
14 ივნისს გაიმართება.
AGM 3
PM-ზე (BST), ლონდონში გაიმართება.
Covid-19 მიმდინარე პანდემიის გათვალისწინებით, ამჟამად მოსალოდნელია,
რომ აქციონერებს (გარდა იმ პირებისა, რომლებსაც კრებაზე კვორუმი უნდა ჩამოაყალიბონ)
ეკრძალებათ AGM-ზე დასწრება.
ამ დროისთვის საბჭო ითხოვს, რომ აქციონერები არ დაესწრონ AGM– ს, ამის ნაცვლად,
დანიშნონ წარმომადგენელი პირი და წინასწარ უზრუნველყონ AGM-ზე კენჭისყრის ინსტრუქციები,
ელექტრონულად ან პროქსი
ფორმის გამოყენებით.
საბჭო მიიჩნევს, რომ მის აქციონერებთან ურთიერთობა ძალზე მნიშვნელოვანია
და, იმის გათვალისწინებით, რომ აქციონერები არ დაესწრებიან AGM– ს, აქციონერებს მოუწოდებენ
ბიზნესის წარმოებასთან დაკავშირებული შეკითხვები AGM– ის თარიღამდე მინიმუმ 7
დღით ადრე, წარუდგინონ უშუალოდ თავმჯდომარეს, არნე ბერგრენს ელექტრონულად.
ჯგუფმა
2020 წლის შედეგები 27 აპრილს წარადგინა. აქციონერთა ერთ-ერთი მთავარი კითხვა დივიდენდების
გაცემის განახლებას ეხებოდა, რომელიც სებ-ის რეგულაციის შესაბამისად ბანკს ამჟამად
შეზღუდული აქვს.
TBC-მ
2020-ში ₾322.5 მლნ
-ის მოგება მიიღო (-40.3% y.y), ROE კი 11.7% იყო (-11.2%-ული პუნქტი).
მათი
საშუალოვადიანი გეგმით, ROE 20%-ზე მაღლა უნდა შენარჩუნდეს, დივიდენდების გადახდის კოეფიციენტი კი
25-35%.
TBC -მ
ROE-ს გაზრდა პირველ
კვარტალში უკვე მოახერხა (28.45%/სებ-ის მეთოდოლოგიით), რაც დივიდენდების გადახდის
პოტენციურ შესაძლებლობას აჩენს.
დივიდენდის
გადახდის განახლება კი დამოკიდებულია კაპიტალის მოთხოვნების ახალ გრაფიკზე, რომელიც
ეროვნული ბანკი გამოაქვეყნებს.
ბოლო რამდენიმე წელია, TBC-ის AGM გაზაფხულზე, აპრილი - მაისის პერიოდში ტარდებოდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss