ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
საქართველოს ბანკი დივიდენდების გადახდისთვის ემზადება
მარიამ მინაძე
10 მაისი, 2021, 20:14
საქართველოს ბანკი დივიდენდების გადახდისთვის ემზადება

თბილისი (GBC) - სებ-ის რეგულაციების თანახმად, ბანკებს საშუალება აქვთ ნაწილობრივ ან სრულად გამოიყენონ გამოთავისუფლებული ბუფერები, თუმცა ბანკებს არ შეუძლიათ განაწილონ კაპიტალი ნებისმიერი ფორმით.

საქართველოს ბანკის CEO-ს არჩილ გაჩეჩილაძის განცხადებით, 2020 წლის განმავლობაში მათ ყურადღება გაამახვილეს ძლიერი ლიკვიდურობისა და კაპიტალის პოზიციების უზრუნველყოფაზე მარეგულირებელი მოთხოვნების დასაკმაყოფილებლად და გააგრძელეს მათი მომხმარებლებისა და ეკონომიკის მხარდაჭერა.

ბანკმა შეინარჩუნა ზედმეტი ლიკვიდობა რისკის შერბილების მიზნით, გაურკვევლობის მაღალი დონის გამო, აგრეთვე 500 მლნ ლარის ადგილობრივი ვალუტის ობლიგაციების დაფარვისთვის, რომელიც 2020 წლის ივნისში უნდა დასრულებულიყო.

ბანკის კაპიტალის ადექვატურობის კოეფიციენტზე, სებ-ის დებულებებმა გავლენა იქონია, თუმცა საქართველოს ბანკის შიდა კაპიტალის გენერაციის შედეგად, მაინც კომფორტული, მინიმალურ მარეგულირებელ მოთხოვნაზე მაღლა შენარჩუნდა.  

სებ-ის რეგულაციების შესაბამისად, საქართველოს ბანკის დირექტორთა საბჭომ 2020 წლის დივიდენდების გადახდის რეკომენდაცია ვერ გასცა. ბანკს 2020 წელს, არც 2019 წლის მოგება გაუნაწილებია.

„ჩვენ ამჟამად ვთანამშრომლობთ ეროვნულ ბანკთან, რომ შევთანხმდეთ ახალ გრაფიკზე, გათავისუფლებული კაპიტალის ბუფერების აღსადგენად და დავუბრუნდეთ COVID–მდე კაპიტალის მოთხოვნებს . პროცესი, იმედი გვაქვს, რომ მიმდინარე წლის ივნისში დასრულდება“, - აცხადებს გაჩეჩილაძე და იმედოვნებს, რომ ამ პროცესის დასრულების შემდეგ, იქნებიან ძლიერ მდგომარეობაში, რათა განიხილონ დივიდენდის გადახდა 2021 წლის მოგებიდან.

ბანკის საშუალოვადიანი სტრატეგიული მიზანია ROAE -ს 20%-ზე მაღლა შენარჩუნება, სესხების 15%-იანი ზრდა და დივიდენდების გადახდის 25-40%-იანი კოეფიციენტის შენარჩუნება.

საქართველოს ბანკის ROAE 2020 წელს 13% იყო, ხოლო 1Q21 -ში კი 39.3% (სებ-ის მეთოდოლოგიით).
დივიდენდის გადახდის განახლება დამოკიდებულია კაპიტალის მოთხოვნების ახალ გრაფიკზე, რომელიც გამოაქვეყნებს ეროვნული ბანკი.

ჯგუფმა 2020 წელს 294.9 მლნ ლარის მოგება მიიღო (-41%, y.y).

ცობისთვის, დივიდენდების გაცემის რეკომენდაცია არც TBC -ის ბორდმა გასცა. თუმცა, TBC-ის დივიდენდების გადახდის კოეფიციენტი 25-35%-ია. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები