ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
BOG-ის ტერმინალებში ტრანზაქციები 20%-ით გაიზარდა
მარიამ მინაძე
10 მაისი, 2021, 15:30
BOG-ის ტერმინალებში  ტრანზაქციები 20%-ით გაიზარდა

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკის (BOG) ტერმინალებზე საგადახდო ტრანსაქციების რაოდენობამ 2020 წელს 100 მლნ შეადგინა, რაც 20.3%-ითაა გაზრდილი (y.y).

საგადახდო ტრანზაქციების მოცულობამ კი BOG– ის ტერმინალებზე 2020 წელს 2.7 მლრდ ლარი + 4.5% (y.y).

POS ტერმინალებში BOG-ის საბაზრო წილი საგადახდო ოპერაციების რაოდენობის მიხედვით 2020 წელს 49% იყო, რაც y.y 2%-ული პუნქტით გაიზარდა.

ხოლო ბანკის საბაზრო წილი გადასახადების მოცულობის მიხედვით POS ტერმინალებში 2020 წელს 47% იყო  +1%-ული პუნქტით y.y.

ბაზრის წილებ ემყარება სებ-ის მიერ 2020 წლის 31 დეკემბრის მონაცემებით გამოქვეყნებული მონაცემებ.

საერთო ჯამში საქართველოს ბანკი თავის 2.3 მლნ-ზე მეტ მომხმარებელს 3 ათასზე მეტი თვითმომსახურების ტერმინალით და 27 ათასზე მეტი მრავალფუნქციური POS ტერმინალით ემსახურება.

ბანკის მერჩანტების რაოდენობა საანგარიშო პერიოდში 4-მდე იყო, ახლად შეძენილი მერჩანტები კი + 32% იყო.

ელექტრონული კომერციის მერჩანტების ზრდამ კი 2020 წელს 111% შეადგინა.

ბანკმა 2020-ში საერთაშორისო კომპანიებთან 4 ახალი პარტნიორობის ხელშეკრულება გააფორმა და 6 ახალი პროდუქტი და მომსახურება გაუშვა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები