| USD | 2.6195 |
| EUR | 3.0551 |
| GBP | 3.568 |
| TRY | 0.0544 |

თბილისი (GBC) - გაზრდილი ინფლაციური წნეხისა და გეოპოლიტიკური რისკების გამო, რამდენიმე რეგიონულმა ცენტრალურმა ბანკმა აპრილში მონეტარული პოლიტიკა გაამკაცრა. Galt&Taggart-ის მონაცემებით, რეგიონის ვალუტები აპრილში არაერთგვაროვნად ივაჭრებოდა.
აშშ-ს მხრიდან სანქციების გამოცხადების შემდეგ, რუბლი 2%-ით გაუფასურდა, თუმცა მოგვიანებით, რუსეთის ცენტრალური ბანკის მხრიდან პოლიტიკის გამკაცრების შემდეგ (2021 წლის აპრილში 50 bps-ით გაიზარდა 5%-მდე) ვალუტა გამყარდა. თვის ბოლოსთვის რუბლი 0.6%-ით გამყარდა და დოლართან 75.2 შეადგინა.
თურქეთის ახალმა ცენტრალურმა ბანკირმა საპროცენტო განაკვეთი (19%) უცვლელად შეინარჩუნა, თუმცა აღნიშა, რომ ინფლაციის შემცირების შემთხვევაში პოლიტიკის შემსუბუქება განიხილება. აღსანიშნავია, რომ ბოლო 3 წლის განმავლობაში თურქეთში ინფლაცია ორნიშნა ნიშნულზეა. აპრილში ინფლაცია გაიზარდა და 17.1% შეადგინა (მარტში 16.2% იყო), რაც გაუფასურებულ ლირას და გაზრდილ გლობალურ ფასებს უკავშირდება. თვის ბოლოს მდგომარეობით ლირა მცირედით, 0.5%-ით გაუფასურდა და დოლართან 8.29 შეადგინა.
საქართველოს ეროვნულმა ბანკმა 2021 წლის 28 აპრილის სხდომაზე რეფინანსირების განაკვეთი 1.0პპ-ით გაზარდა 9.5%- მდე. რეგულატორის განმარტებით, ინფლაციაზე აღმავალი ზეწოლა ნარჩუნდება საერთაშორისო ბაზრებზე
ნავთობპროდუქტებსა და სურსათის ზოგიერთ ჯგუფებზე ფასების ზრდის, პანდემიასთან დაკავშირებული წარმოების საშუალო ხარჯების ზრდის და ლარის გაუფასურების გამო. სებ-მა გადაწყვეტილების მიღებისას ასევე გაითვალისწინა ტურიზმის აღდგენასთან დაკავშირებული მაღალი გაურკვევლობა და ფისკალური დეფიციტის მაღალი დონე. 2021 წლის მარტში წლიურმა ინფლაციამ 7.2% შეადგინა და სებ-ის პროგნოზით, 2021 წელს ინფლაცია საშუალოდ 6.5%-ის ფარგლებშია მოსალოდნელი. ლარი დოლართან მიმართებაში აპრილში 0.9%-ით გაუფასურდა.
2021 წლის 16 აპრილის შეხვედრაზე უკრაინის ეროვნულმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთი 1.0პპ-ით გაზარდა 7.5%-მდე, რაც გაზრდილ ინფლაციურ წნეხებს უკავშირდება. აღსანიშნავია, რომ ეს ცენტრალური ბანკის მხრიდან მონეტარული პოლიტიკის გამკაცრების მეორეე შემთხვევაა 2021 წელს (მარტში 50სპ-ით გაზარდა).
აპრილში რეგიონულ ვალუტებს შორის ყველაზე ცუდი შედეგი ყაზახურ ტენგეს ჰქონდა, რომელიც 1.0%-ით გაუფასურდა.
ბელარუსის BYN აპრილში 2.4%-ით გამყარდა.
მაისის დასაწყისში სომხეთის ცენტრალურმა ბანკმა პოლიტიკის განაკვეთები 50სპ-ით გაზარდა 6%-მდე, საგარეო ბაზრებზე ფასების (ძირითადად სურსათის) ზრდის გამო. 2021 წლის აპრილში სომხეთის AMD 2%-ით გამყარდა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss