ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
$120 ათასი ჰექტრიდან-ქართული ღვინის პერსპექტივა ევროპაში
10 მაისი, 2021, 15:02
$120 ათასი ჰექტრიდან-ქართული ღვინის პერსპექტივა ევროპაში

თბილისი (GBC) - საქართველოში ვენახის 1 ჰექტარზე  გაშენება  დაახლოებით 15-20 ათასი დოლარი ჯდება. თუ მევენახე მარნის მოწყობასაც განიზრახავს, დამატებით, დაახლოებით, 20-25 ათასი დოლარიც დასჭირდება.„ელკანას“ კონსულტანტის და მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარის გიორგი ბარისაშვილის ინფორმაციით, ვენახი სრულ მოსავალს გაშენებიდან 4-5 წელში იძლევა და ეს ჰექტარზე დაახლოებით 8 ტონა ყურძენს, ანუ  6-7 ათას ბოთლ ღვინოს ნიშნავს.  თუ  გავითვალისწინებთ იმ გარემოებას, რომ 1 ბოთლ ღვინოზე სუფთა მოგება ევროპის ბაზარზე ყველა ხარჯის გამოკლებით 20-25 ლარია, გამოვა, რომ  6 ათასი ბოთლის გაყიდვის შემთხვევაში მიღებული შემოსავალი დაახლოებით   120 ათას დოლარს მიაღწევს.

„თიბისი კაპიტალის“ მიერ გამოქვეყნებული კვლევის თანახმად,საქართველო ვენახების საერთო ფართობით მსოფლიოში 22-ე, ხოლო ღვინის წარმოებით მე-19 ადგილს იკავებს. ამავე კვლევის მიხედვით,ადგილობრივი ღვინის მოხმარება საქართველოში 0.59 მლ ჰექტოლიტრს (2019) შეადგენს, რაც წარმოებაზე 3 ჯერ ნაკლებია და ექსპორტის მთავარ მნიშვნელობაზე მიუთითებს.ღვინის ეროვნული სააგენტოს ინფორმაციით,2021 წლის პირველ კვარტლში, ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 2%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, ექსპორტით მიღებული შემოსავლები 5%-ით ნაკლებია.ექსპორტი გაიზარდა ქართული ღვინის სტრატეგიულ ბაზრებზე:  ჩინეთი - 29% (959,040 ბოთლი), ლიეტუვა - 38% (245,940 ბოთლი), აშშ - 3% (237,878 ბოთლი), ესტონეთი - 22% (161956 ბოთლი), იაპონია - 11% (51346 ბოთლი ) და დიდი ბრიტანეთ- 2% (117118 ბოთლი).

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები