ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
რუსეთთან შედარებით, ქართული ღვინო ევროპაში 4-5 ჯერ უფრო ძვირია
10 მაისი, 2021, 14:52
რუსეთთან შედარებით, ქართული ღვინო ევროპაში 4-5 ჯერ უფრო ძვირია

თბილისი (GBC) -ევროპის ბაზარზე 1 ბოთლი ქართული ღვინის სუფთა მოგება, საშუალოდ, 25-30 ლარს შეადგენს.ბიოლოგიურ მეურნეობათა ასოციაცია „ელკანას“ კონსულტანტის და მევენახეობა-მეღვინეობის მკვლევარის გიორგი ბარისაშვილის ინფორმაციით, ინდუსტრიული ღვინო საქართველოდან, ევროპის მაღაზიებში  სამ საფასო სეგმენტში იყიდება. გააჩნია ღვინის მწარმოებელს ანუ კომპანიას და თავად ღვინის დასახელებას. პირველი  საფასო სეგმენტი  ეს არის 3 დან 5 ევრომდე. შემდეგ 5 დან 10 ევრომდე  და ბოლო საფასო სეგმენტი ეს არის 10 ევრო და ზემოთ. რუსეთში  1 ბოთლი ქართული ღვინის საშუალო საექსპორტო ფასი 2 -2.5 დოლარს არ აღემატება. შესაბამისად, რუსეთთან შედარებით, ქართული ღვინო ევროპაში 4-5 ჯერ უფრო ძვირად იყიდება.

ღვინის ერევნული სააგენტოს მონაცემებით,2021 წლის პირველ კვარტლში, ღვინის ექსპორტის რაოდენობრივი მაჩვენებელი 2%-ით აღემატება 2020 წლის ანალოგიური პერიოდის მაჩვენებელს, თუმცა, ექსპორტით მიღებული შემოსავლები 5%-ით ნაკლებია, რაც პანდემიით შექმნილ ვითარებაში მსოფლიოში ღვინის ბაზრებზე ფასების შემცირებით არის განპირობებული.2021 წლის პირველ კვარტალში, საქართველოდან მსოფლიოს 52 ქვეყანაში  19 მლნ-მდე ბოთლი ღვინოა ექსპორტირებული. ექსპორტირებული ღვინის ღირებულება 44 მლნ აშშ დოლარს აღწევს.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები