| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - FAO-ს ფასების ინდექსი, რომელიც სამომხმარებლო კალათის 5 ძირითადი პროდუქტის (რძე, მარცვლეული, მცენარეული ზეთი, შაქარი, ხორცი) საერთაშორისო ფასების ცვალებადობას ასახავს - აპრილში, გაიზარდა და 120.9 ქულა შეადგინა.
აღნიშნული ქულა, m.m - 1.7%-ით, ხოლო 2019 წლის
იმავე პერიოდის მაჩვენებელს - 30.8%-ით აღემატება.
აპრილში, 3.9%-ით გაიზარდა
შაქრის ფასების ინდექსი. აღნიშნული მონაცემი, 2020 წლის იმავე პერიოდის ნიშნულს თითქმის
60%-ით აღემატება. მატების ძირითად მიზეზად,
ბრაზილიაში მოსავლის აღების პროცესში წარმოქნილი შეფერხებები და საფრანგეთში
ყინვით დაზიანებული მოსავალი განიხილება.
წინა თვის მსგავსად, ზრდის ტენდენცია
შეინარჩნა მცენარეული ზეთის ფასების ინდექსმა, რომელიც 1.8%-ით გაიზარდა.
ფასების ზრდა თითქმის ყველა სახის მცენარეულ ზეთს შეეხო, მათ შრის - სოიოს, მზესუმზირის
და პალმის ზეთს.
1.7%-ითაა გაზრდილი ხორცის ფასების ინდექსი. ზრდა მეტწილად განპირობებული იყო აზიაში წვრილფეხა და მსხვილფეხა
საქონლის ხორცზე გაზრდილი მოთხოვნით. ზრდა არ შეხებია ფრინველის ხორცის ფასებს.
1.2%-იანი ზრდა აჩვენა,
რძემ და რძის პროდუქტების ფასების ინდექსმა. განსაკუთრებული მოთხოვნის ფონზე, გაზრდილია:
ყველის, კარაქისა და რძის ფხვნილის ფასების ინდექსი.
მოიმატა მარცვლეულის ფასების ინდექსმაც,
რომელმაც მარტის თქვეში 1.8%-იანი კლების ტენდენცია აჩვენა. მარტისგან განსხვავებით
აპრილში, მარცვლეულის ფასები 1.2%-ით გაიზარდა. აღნიშნული მონაცემები, გასული წლის
იმავე პერიოდს ნიშნულს, თითქმის 26-ით აღემატება. ზრდა ძირითადად სიმინდის ფქვილს შეეხო,
რომლის ფასებიც 5.7%-ითაა გაზრდილი. ეს მონაცემი წინა წლის მაჩვენებელს - 66.7%-ით
აღემატება.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss