| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საქართველოს ბანკი აცხადებს, რომ ბიზნესის მხარდაჭერას განაგრძობს. ბანკთან თანამშრომლობით ხორცპროდუქტების მაღაზიათა ქსელი, შირნჰოფერი, კიდევ 2 მაღაზიას გახსნის.
შირნჰოფერი მომხმარებელს ხორცპროდუქტების ფართო ასორტიმენტს სთავაზობს, რისი იმპორტიც ავსტრიიდან ხორციელდება. ამჟამად თბილისის მასშტაბით შირნჰოფერის 4 მაღაზია ოპერირებს. ბანკთან პარტნიორობის ფარგლებში კი ქსელი დამატებით ორ მაღაზიას გახსნის.
პროექტის ჯამური ღირებულება 5 მლნ ლარს შეადგენს, ხოლო ბანკის თანამონაწილეობა 2.5 მლნ-ია.
„შირნჰოფერის პროდუქცია ავსტრიაში, მაღალტექნოლოგიურ საწარმოებში მზადდება ტრადიციული ოჯახური რეცეპტებით. წარმოებაში გამოიყენება მხოლოდ ავსტრიის ფერმებში გაზრდილი საქონლისა და ღორის ხორცი. ეს კი უზრუნველყოფს პროდუქციის საუკეთესო გემოვნურ თვისებებსა და უმაღლეს ხარისხს. პროდუქციაზე გაზრდილი მოთხოვნიდან გამომდინარე, გადავწყვიტეთ შირნჰოფერის მაღაზიათა ქსელი გაგვეხსნა. მაღაზიებში წარმოდგენილია შირნჰოფერის 60-ზე მეტი დასახელების ბრენდული დელიკატური ხორცპროდუქტი, ავსტრიული ნედლეულით და ტექნოლოგიით გამომცხვარი 20-მდე დასახელების პურფუნთუშეული. ასევე ავსტრიული ყველი და სხვა მაღალი ხარისხის პროდუქტები“,- განმარტავს შირნჰოფერის წარმომადგენელი მამუკა ჯაფარიძე.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss