ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საპენსიო სააგენტო სპეც-დეპოზიტართან ხელშეკრულებას აფორმებს
მარიამ მინაძე
5 მაისი, 2021, 19:50
საპენსიო სააგენტო სპეც-დეპოზიტართან ხელშეკრულებას აფორმებს

თბილისი (GBC) – საპენსიო სააგენტომ სპეც - დეპოზიტართან ხელშეკრულებაზე მუშაობა თითქმის დაასრულა.

უპირატესი განაცხადის მფლობელი საქართველოს ბანკია, რომელთანაც მოლაპარაკებები მიმდინარეობს. ესაა უპრეცენდენტო ხელშეკრულება, ასეთი ხელშეკრულება ჯერ არ გაფორმებულა საქართველოში და გარკვეული დროც ამ პროცესს ამიტომ დასჭირდა, - აცხადებს ლევან ვერძეული, საპენსიო სააგენტოს უფროსი საინვესტიციო ოფიცრის (CIO) მოადგილე.

სააგენტოს CIO გოგა მელიქიძე ამბობს, რომ ახალია კანონიც, სადაც შესულმა ცვლილებებმა ხელშეკრულებაში ცვლილებებიც მოითხოვა, თუმცა ხელშეკრულებაზე მუშაობა თითქმის დასრულდა და დაახლოებით მაისის ბოლოს გაფორმდება. გარდა ამისა, ხელშეკრულება სებ-თანაც უნდა შეთანხმდეს.

საპენსიო სააგენტოს საინვესტიციო ოფისი 2021 წლის ბოლოსთვის გეგმავს საჭირო პოლიტიკისა და პროცედურების დასრულებას.

გოგა მელიქიძემ, საპენსიო სააგენტოს მთავარმა საიონვესტიციო ოფიცერმა სააგენტოს საინვესტიციო ბორდის რიგით 22-ე შეხვედრაზე აღნიშნა, რომ მნიშვნელოვანი იქნება სპეც დეპოზიტარის ინფრასტრუქტურის შემუშავება, მას შემდეგ რაც ის შერჩევა.

მისი თქმით, მისი შერჩევისა და შესაბამისი ინფრასტრუქტურის შექმნისთანავე დაიწყება ინვესტიციები ფასიან ქაღალდებში.

CIO-ს განცხადებით, სპეც-დეპოზიტარის სერვისები გადამწყვეტია საინვესტიციო ინფრასტრუქტურის სრულყოფისთვის, რისთვისაც მნიშვნელოვანია, რომ საბოლოოდ მოკლე დროში მოხდეს შერჩევის დასრულება.

მისივე თქმით, ინვესტიციების ოფისში ადამიანური რესურსების ნაკლებობა 2021 წლის მთავარ გამოწვევად რჩება, რაც ნაწილობრივ შერბილდება დასაქმების გეგმით.

საინვესტიციო საბჭო მიესალმა პროგრესის განვითარება სპეც-დეპოზიტარის შერჩევაში და სთხოვა CIO– ს, მოამზადოს ინვესტიციების გეგმა სპეც-დეპოზიტარის შერჩევის შემდეგ.

 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები