| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - ჩვენს ქვეყანაში იყოს ჯანმრთელობა, მშვიდობა და განვითარება, - სურს დაავადებათა კონტროლის ცენტრის ხელმძღვანელს ამირან გამყრელიძეს, რომელიც სამშაბათს ალმა მატერში სინოფარმის ვაქცინით აიცრა, სივრცეში სადაც მან 25 წლიანი ექიმობის პერიოდი გაატარა
ქვეყნის მთავარი ეპიდემიოლოგის თქმით, ეპიდსიტუაცია გაუარესებულია მაგრამ ჯანდაცვის სისტემა ოპტიმალურად მართავს. საწოლფონდი, ჟანგბადი, მედპერსონალი საკმარისია. ამასთან ვირუსი უკვე ბევრმა გადაიტანა და ქვეყანაში კუმულაციური იმუნიტეტი ჩამოყალიბდა. მისი ინფორმაციით, სამშაბათს 2 800 აიცრება და სასურველი შედეგისთვის დღიური ვაქციმაცია 5 000-მდე გაზრდაა მიზანშეწონილი.. ვაქცინაციას 91 ცენტრში 137 ბრიგადა ემსახურება. ბოლო 24 სთ ში 9 790 ტესტირებულია და 788 მადლობა
კოვიდპასპორტის კონცეფციას დაავადებათა კონტროლის ცენტრი მომავალ კვირას საბჭოს წარუდგენს. დიზაინი მზად არის, პასპორტზე QR კოდით დაიტანება აცრის სტატუსი და PCR . ასევე შესაძლებელია გადატანილ დაავადებათა ისტორიაც დაემატოს, რაც იმუნიზაციის საბჭომ უნდა გადაწყვიტოს.
ამირან გამყრელიძის თქმით, სინოფარმით აცრილები ქვეყნის საზღვრის გადაკვეთას შეძლებენ, ჯანდაცვის მსოფლიო ორგანიზაციის მიერ ჩინური, სინოფარმის წარმოების ვაქცინის აღიარებამდეც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss