ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო ლოკაციების რეიტინგში მე-19-ეა
30 აპრილი, 2021, 13:50
საქართველო მიმზიდველი საინვესტიციო ლოკაციების რეიტინგში მე-19-ეა

თბილისი (GBC) - საქართველო მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციების რეიტინგში მე-19 პოზიციაზე მოხვდა.

Global Services Location Index (GSLI) საერთაშორისო საკონსულტაციო ორგანიზაცია Kearney-იმ გამოაქვეყნა.

რეიტინგი ბიზნეს და ტექნოლოგიური სერვისების სექტორში მიმზიდველ საინვესტიციო ლოკაციებს ავლენს, რეიტინგში კი ქვეყანა სააგენტოს „აწარმოე საქართველოში“ ინიცირებით და ინოვაციებისა და ტექნოლოგიების სააგენტოს ჩართულობით პირველად მოხვდა.

Kearney-მ სულ 60 ქვეყანა 47 სხვადასხვა კრიტერიუმით შეაფასა, მათ შორის ფინანსურ მიმზიდველობა ბიზნესის ოპერირების ხარჯებთან მიმართებაში, კვალიფიციური სამუშაო ძალის ხელმისაწვდომობა, ბიზნეს-გარემო და ციფრული რეზონანსი.

„ევროპისა და აზიის გზაგასაყარზე მდებარე საქართველოს აქვს მოწინავე პოზიციები ფინანსური მიმზიდველობის, სამუშაო ძალის უნარების და ბიზნეს-გარემოს კუთხით“ - ასე აფასებს ანგარიშში Kearney საქართველოს დებიუტს.

სააგენტო "აწარმოე საქართველოში" იმედოვნებენ, რომ Global Services Location Index რეიტინგში საქართველოს პოზიციონირება კიდევ უფრო მეტად შეუწყობს ხელს საერთაშორისო ინვესტორების დაინტერესებას ცოდნაზე დაფუძნებული ინდუსტრიების მიმართულებით. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები