| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - „პაშა ბანკი“ ჩემთვის კარგად ნაცნობი და ახლობელი ორგანიზაციაა. პაშა ბანკ საქართველოში 2015-2016 წლებში სამეთვალყურეო საბჭოს წევრი ვიყავი. ამ ეტაპზე „პაშა ბანკის“ გენერალურ დირექტორად დავინიშნე სამეთვალყურეო საბჭოს მიერ და კანონმდებლობის შესაბამისად, ეროვნული ბანკიდან ველით სათანადო ნებართვას", - უამბო ნიკა შურღაიამს "კომერსანტს", რომელმაც ბანკირთან ექსკლუზიური ინტერვიუ ჩაწერა.
ნიკოლოზ შურღაიამ რე/ბანკის (პაშა ბანკის ბრენდი "საცალო მიმართულება) სამომავლო გეგმებზე გამოცემასთან საუბრისას, აზერბაიჯანში 8 წლიან მოღვაწეობაზეც აღნიშნა. ის აზერბაიჯანის ბაზარზე თიბისი ბანკის სტრატეგიულ პარტნიორ Yelo Bank-ს (რომელიც მანამდე Nikoil Bank-ის სახელით ოპერირებდა) მართავდა. (თიბისიმ აზერბაიჯანის ბაზარზე გაფართოება 2018 წელს დანონსა, შვილობილი „თიბისი კრედიტის“ გამსხვილებით, აზერბაიჯანულ „ნიკოილ ბანკათან“. ჯერ 10%-იანი თანამონაწილეობით, შემდეგი კი გაზრდით, 50+1%-მდე. თუმცა საკონტროლო პაკეტი აღარ შეუვსია. თიბისის აზერბაიჯანულ ბანკთან სტრატეგიული პარტნიორობის ხელშეკრულება აქვს გაფორმებული).
"მიხარია, რომ ასეთი შესაძლებლობა მომეცა. ერთის მხრივ, ბედნიერი ვარ, რომ ნოემბრიდან საქართველოში დავბრუნდი. მეორე მხრივ, საპატიოა რთულ ეკონომიკურ პერიოდში ბანკის ხელმძღვანელობა. სამშობლოში უცხოური საბანკო ინსტიტუტის ხელმძღვანელობა კი ორმაგად საინტერესო და საპატიო მგონია", - ამბობს ბანკირი .
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss