ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
“თიფის“ დატოვება უკვე ბარათითაც შესაძლებელია
29 აპრილი, 2021, 17:32
“თიფის“ დატოვება უკვე ბარათითაც შესაძლებელია

თბილისი (GBC)თიბისის და VISA-ს ერთობლივი ინიციატივით, მომხმარებლები მომსახურე პერსონალისთვის მადლიერების ნიშნად, ე.წ. „თიფის“ დატოვებას უკვე ბარათებით შეძლებენ.

 

პოს-ტერმინალებს ახალი ფუნქციონალი უკვე დაემატა. შესაბამისად, სასტუმროებში, რესტორნებსა თუ კაფეებში თიფის დატოვება ნაღდი ფულის ნაცვლად, უკვე მარტივად, ნებისმიერი ბარათითაა შესაძლებელი. ამისათვის კი მხოლოდ  ბარათის თიბისის ტერმინალზე დადებაა საჭირო.

 

„თიბისის მისია ადამიანების ცხოვრების გამარტივებაა. მომხმარებლებს და ბიზნესის წარმომადგენლებს ისეთ პროდუქტებს და მომსახურებას ვთავაზობთ, რაც მათ ყოველდღიურობას უმარტივებს. აქამდე, რესტორნებსა თუ კაფეებში მადლიერების გამოსახატად, მომსახურე პერსონალისთვის თიფის დატოვება მხოლოდ ნაღდი ფულით იყო შესაძლებელი, რაც გარკვეულ დისკომფორტს იწვევდა. სიახლის დანერგვით, გვინდა, ბინზესების წარმომადგენლებს და მომხმარებლებს პროცესები მაქსიმლურად გავუმარტივოთ და თავიდან ავარიდოთ ის უხერხულობა, რაც ნაღდი ფულის არ ქონამ შესაძლოა გამოიწვიოს“, - თამუნა ჟიჟილაშვილი, თიბისის გადახდების განვითარების ლიგის ლიდერი.

 

ფუნქციონალის გააქტიურება ბიზნესების წარმომადგენლებს სრულიად უსასყიდლოდ, დისტანციურად შეუძლიათ. ბარათით თიფის გადახდა უკვე 200-მდე ობიექტშია ხელმისაწვდომი და მათი რიცხვი ყოველდღიურად იზრდება.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები