ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
FREE NEWS << უკან
TBC FTSE 250 დან გამოვარდა
მარიამ მინაძე
29 აპრილი, 2021, 13:02
TBC FTSE 250 დან გამოვარდა

თბილისი (GBC) - Wickes Group –ის  (დიდი ბრიტანეთი) Travis Perkins-დან (დიდი ბრიტანეთი) გამიჯვნის და ფიქსირებული ინდექსების ხელახალი რანჟირების შემდეგ, სხვა ინდექსები დაზარალდა და ცვლილებამ მათ შორის გავლენა TBC Bank Group-ის ინდექსზეც იქონია.

კერძოდ, TBC PLC ამოღებული იქნება FTSE 250 ინდექსიდან და დაემატება FTSE SmallCap ინდექსს (SmallCap Index გამოითვლება რეალურ დროში და ქვეყნდება ყოველ წუთში).Wickes Group კი დარჩება FTSE 250 Index-ში. ცვლილებები 4 მაისიდან შევა ძალაში.

TBC PLC-მ ლონდონის საფონდო ბირჟის FTSE 250-ის ინდექსში შესვლაზე 2017 წლის ივნისში განაცხადა, რაც  ლონდონში დალისტულ TOP -350-ში მოხვედრას ნიშნავს, საბაზრო კაპიტალიზაციით უმსხვილეს კომპანიებს შორის.

FTSE 250 ლონდონის საფონდო ბირჟის მე-2 უმსხვილესი ინდექსია, რომელიც აერთიანებს სიდიდით 101-დან 350-მდე კომპანიას.

FTSE SmallCap ინდექსი კი მცირე საბაზრო კაპიტალიზაციის კომპანიების ინდექსია, რომელიც მოიცავს 351-დან და 619-ე მსხვილ კომპანიებს ლონდონის საფონდო ბირჟაზე.

TBC -ის აქციები ლონდონის საფონდო ბირჟაზე 2014 წლიდან ივაჭრება, პრემიუმ ლისტინგში 2016 წელს გადაინაცვლა

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები