| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - საერთაშორისო სავალუტო ფონდის მხარდაჭერით, ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში დასრულდა საგადასახადო ადმინისტრაციის გაძლიერების და რეფორმების პროექტი, რომელიც უწყებაში 2017 წლიდან ხორციელდებოდა.
აღნიშნულ ფაქტთან დაკავშირებით, ვირტუალურ ფორმატში გაიმართა პროექტის დახურვის ცერემონია, რომელიც გახსნა ფინანსთა მინისტრმა, ლაშა ხუციშვილმა. ღონისძიებას დაესწრო ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურის უფროსი ლევან კაკავა.
როგორც ფინანსთა მინისტრმა აღნიშნა, პროექტის ფარგლებში, შემოსავლების სამსახურმა მნიშვნელოვან პროგრესს მიაღწია, როგორც ადმინისტრაციის, ისე ძირითადი ფუნქციების გაძლიერების მიმართულებით, რისთვისაც მან მადლობა გადაუხადა საერთაშორისო სავალუტო ფონდსა და მოწვეულ ექსპერტებს.
„მნიშვნელოვანია
აღინიშნოს, რომ მიუხედავად გლობალური პანდემიით გამოწვეული რიგი შეზღუდვებისა, ბოლო წელი საკმაოდ დატვირთული და ნაყოფიერი იყო. მხარდაჭერისა და ამ კომპლექსური პროექტის ხელმძღვანელობისთვის მსურს მადლობა გადავუხადო საერთაშორისო სავალუტო ფონდის ტექნიკური დახმარების მრჩეველს კორსტიან ქულს, აგრეთვე ფილიპ მაკკაჩენს, რომელმაც მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანა პროექტით გათვალისწინებული რეფორმების განხორციელების პროცესში“, - აღნიშნა ლაშა ხუციშვილმა.
მან ყურადღება გაამახვილა იმ წარმატებულ რეფორმებზე, რომლებიც ფინანსთა სამინისტროს შემოსავლების სამსახურში განხორციელდა ოთხწლიანი თანამშრომლობის ფარგლებში და დადებითად შეფასდა TADAT-ის (საგადასახადო ადმინისტრაციის დიაგნოსტიკური შეფასების ინსტრუმენტი) 2020 წლის ანგარიშითაც.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss