| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) -
მივესალმები შეთანხმების პირველი ეტაპის შესრულებას. ჩემი მხრივ შევასრულე ჩემი
სიტყვა და ხელი მოვაწერე შეწყალების აქტს. ქვეყნის პრეზიდენტმა შეწყალებულს არ
მიულოცა. მიულოცა მხოლოდ კახა კუჭავას, პარლამენტის თავმჯდომარედ არჩევა და ყველა
დეპუტატს პარლამენტში შესვლა.
პრეზიდენტმა
რურუა, არც 19 აპრილს, შეწყალების დაპირებისას მოიხსენია. "ბევრი რამე შეიძლება
დავარქვათ და არა პოლიტპატიმარი, მაგრამ
სასწორზე თუ ქვეყნის მომავალია, მზად ვარ მივიღო ჩემთვის სკანდალური
გადაწყვეტილება".
მაშინ ისურვა, შეწყალება, კრიზისის დასრულებისთვის ბოლო აკორდი ყოფილიყო. პრეზიდემტმა, უგულავა/ოქრუაშვილის შეწყალებისას, შარშან (2020) მაისში, რურუას საპატიმროში დატოვება, იმით ახსნა, რომ კანონმდებლობა პრეზიდენტს შეწყალების მანდატს, მხოლოდ მსჯავრდებულებისთვის აძლევდა. გიორგი რურუას კი მაშინ ჯერ მისჯილი არ ჰქონდა. თბილისის საქალაქო სასამართლომ „მთავარი არხის“ მეწილე დამნაშავედ ცნო 30 ივლისს (2020) იარაღის უკანონოდ შეძენა-შენახვა-ტარებისთვის და 4 წლით პატიმრობა მიუსაჯა.
2019 წლის
ნოემბერში დაკავებული რურუა მმართველი პარტიას პოლიტპატიმრად არც შარლ მიშელის
დოკუმენტის გაფორმების შემდეგ აუღიარებია, რაზეც 27 აპრილის საპარლამენტო სხდომაზე
კიდევ აღნიშნეს.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss