| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - მობილური კომპანიების შემოსავლები კლებას განაგრძობს. თებერვალში წინა წლის თებერვალთან შედარებით 2.5%-ით ნაკლები შემოსავალი მიიღეს - 27.8 მლნ ლარი, ნაცვლად გასული წლის 38.7 მლნ ლარისა. მიზეზი კომპანიებში შემცირებული აბონენტებია. თებერვალში აბონენტების რაოდენობა წლიურად 2.1%-ით 4.8 მლნ-მდე შემცირდა.
პროცენტულად ყველაზე მეტი აბონენტი სილქნეტმა დაკარგა - წლიურად 4.6%. მიუხედავად კლებისა სილქნეტი აბონენტების რაოდენობით ბაზარზე მეორე ადგილს იკავებს და 1.65 მლნ აბონენტს ემსახურება. პირველ ადგილზე ტრადიციულად მაგთია რომელსაც 1.98 მლნ აბონენტი ჰყავს, თუმცა მაგთის წლიურად 0.9%-ით შეუმცირდა აბონენტების რაოდენობა. ბაზარზე მესამე ადგილზე ვიონი, იმავე ბილაინია. კომპანიას აბონენტების რაოდენობა წლიურად 0.7%-ით - 1.25 მლნ-მდე შეუმცირდა.
კომპანიების შემოსავლების კლება სამივე ოპერატორს აღენიშნება და ყველაზე მასშტაბური სილქნეტს (შემოსავლები თებერვალში წლიურად 6.4%-ით შეუმცირდა, ₾13.3 მლნ -მდე) 0.9%-ით შეუმცირდა მაგთის, ერთ თვეში 17.6 მლნ ლარი შეადგინა, ბილაინს (ვიონი), 2.9%-ით 6.9 მლნ-მდე.
აბონენტების მიხედვით ბაზრის წილით ლიდერობს მაგთი, რომელსაც 2020 წელთან შედარებით 0.5%-იანი მატება აქვს, აღსანიშნავია ვიონის წილი, რომელსაც წინა წელთან შედარებით 0.4%-იანი ზრდა უფიქსირდება.
მაგთიკომი ლიდერობს ბაზარზე შემოსავლების წილითაც. ვიონს წინა წელთან შედარებით 0.1%-იანი კლება, ხოლო მაგთის 1.6%- იანი ზრდა უფიქსირდება.
2021 წლის თებერვლის საშუალო ARPU (შემოსავალი თითო აბონენტისგან) 2020 წლის თებერვალთან შედარებით შემცირდა 0.4%-ით. ჯამური საშუალო ARPU შემცირდა და 7.7 ლარი შედგინა.
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss