ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
მთავარი მოვლენები << უკან
საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა
27 აპრილი, 2021, 14:32
საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა

თბილისი (GBC) - თანამედროვე სავაჭროს ცენტრები, უძრავი ქონების სხვა სექტორების მსგავსად, მძიმე მდგომარეობაში აღმოჩნდნენ. ჯამურად, დაახლოებით 5 თვის განმავლობაში არ ფუნქციონირებდნენ. მკაცრი ჩაკეტვისას მესაკუთრეების უმეტესობა ტენანტებს საიჯარო გადასახადისგან ათავისუფლებდა. Colliers International Georgia-ს შეფასებით და მესაკუთრეებთან კონსულტაციების შედეგად, წინა წელთან შედარებით საცალო ვაჭრობის ბრუნვა 3-ჯერ შემცირდა.

 

2020 წლის II ნახევარში დაახლოებით 9 000 კვადრატული მეტრი ( ² ) ფართი გამოთავისუფლდა. ამრიგად, წინასწარი მონაცემების მიხედვით, წმინდა ათვისებული ფართი 6 000 ²-ია..


 2020 წელს, თანამედროვე სავაჭრო ცენტრებში საშუალო შეწონილი იჯარა უმნიშვნელოდ შემცირდა. მაჩვენებელმა 3%-ით დაიკლო და კვ.მ-ზე 18.3 აშშ დოლარს (დღგ-ს გარეშე) გაუტოლდა.

 

საშუალო შეწონილი იჯარისგან განსხვავებით, ვაკანტურობის კოეფიციენტმა უმნიშვნელო, თუმცა პოზიტიური ცვლილება განიცადა. 2019 წლის შემდეგ, კოეფიციენტი 1 პროცენტული მაჩვენებლით გაუმჯობესდა და 9%-ს გაუტოლდა. შემცირებული ვაკანტურობის კოეფიციენტი შესაძლოა დაკავშირებული იყოს City Mall Saburtalo, Gldani Mall-სა და City Mall Gldani-ში ფართის ათვისებასთან. ვაკანტური ფართი გაიზარდა Tbilisi Mall-ში, Merani Shoppin Gallery-სა და HomeMart-ში.


პეკინზე იჯარამ 9%-ით 32.6 აშშ დოლარამდე დაიკლო. აღმაშენებლის და ჭავჭავაძის გამზირზე აღნიშნული მაჩვენებელი 5% და 3%-ით შემცირდა,  კვ.მ-ზე 24.4 და 29 აშშ დოლარამდე. საშუალო შეწონილი იჯარა 6%-ით გაიზარდა რუსთაველზე.

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები