| USD | 2.6125 |
| EUR | 3.0412 |
| GBP | 3.547 |
| TRY | 0.0543 |

თბილისი (GBC) - კრიზისი არ განმუხტულა, - ზურაბ ჯაფარიძემ (გირჩი) სამშაბათის საპარლამენტო სხდომაზე განაცხადა, რომ მისი და დანარჩენი ოპოზიციონრების საკანონმდებლო ორგანოში შესვლით, რასაც თვეები დასჭირდა, ქვეყანაში არაფერი შეიცვლება. ახალგაზრდებს დაკარგული რწმენა არ დაუბრუნდება. არ შეიცვლება დამოკიდებულება, რომ საქართველოში ცხოვრება და შვილების გაჩენა არ ღირს და რომ ერთადერთი გამოსავალი ქვეყნიდან გაქცევაა.
ზურაბ ჯაფარიძის თქმით, არაფერი შეიცვლება, რადგან მარტივი ნაბიჯები არ გადაიდგმება. საჭიროა სულ რამდენიმე: ეკონომიკის გააზრება, სახელმწიფო ქონების ხალხისთვის გადაცემა, ლარიზაციის კამპანიის შეწყვეტა და სამთავრობო ხარჯების შეკვეცა. რისი მოლოდინიც ჯაფარიძეს არ აქვს, რადგან ხარჯები მხოლოდ ძალაუფლების დათმობით შემცირდება, რაც არ მოხდება.
მისი თქმით, ახლადშეკრებილი პარლამენტის ერთადერთი ფუნქცია ადგილობრივი არჩევნებისთვის მზადებაა, რომელსაც რეფერენდუმის დატვირთვაც ექნება . "სხვა რაიმეს შეცვლის მცდელობა იქნება სიყალბე".
| ორშ | სამ | ოთხ | ხუთ | პარ | შაბ | კვ |
| 1 | 2 | |||||
| 3 | 4 | 5 | 6 | 7 | 8 | 9 |
| 10 | 11 | 12 | 13 | 14 | 15 | 16 |
| 17 | 18 | 19 | 20 | 21 | 22 | 23 |
| 24 | 25 | 26 | 27 | 28 | 29 | 30 |
| 31 |



















Facebook
Twitter
Rss