ოქრო NYMEX(უნც.)  1.303.95  +0.68%    |    პლატინა (უნც.)  835.85  +1.12%    |    ვერცხლი (უნც.)  15.383  +1.40%    |    პალადიუმი NYMEX  1.523.60  +0.59%    |    ნიკელი (ტონა)  12.987.5  +0.62%    |    ალუმინი (ტონა)  1.908.5  +0.33%    |    ნავთობი (Brent)  66.98  -0.37%    |    გაზი(NYMEX)  2.830  -0.91%    |    შაქარი LIFFE (ტონა)  12.40  -0.16%    |    ყავა(Robusta), USD (ტონა)  96.97  -0.19%    |    ხორბალი (ტონა)  451.38  -0.14%    |   
gbc.ge
Eng
შესვლა    რეგისტრაცია
მომხმარებელი
პაროლი
დაგავიწყდათ პაროლი?
ინფორმაციის გამოწერის პირობები
კომპანიის სიახლეები << უკან
ბიზნეს ცენტრები მეიჯარეების გარეშე რჩებიან
27 აპრილი, 2021, 13:12
ბიზნეს ცენტრები მეიჯარეების გარეშე რჩებიან

თბილისი (GBC) - 2020 წელს საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში და მ² - 13.9 აშშ დოლარი შეადგინა. საშუალო შეწონილი იჯარა 3%-ით შემცირდა B კლასის ბიზნეს ცენტრებში, ხოლო 1%-ით A კლასში. აღნიშნული მაჩვენებელი 1%-ით გაიზარდა C კლასის ბიზნეს ცენტრებში და 11.4 აშშ დოლარს გაუტოლდა.

 

2020 წლის მდგომარეობით ვაკანტურობის კოეფიციენტი ყველა კლასის ბიზნეს ცენტრში გაიზარდა. მნიშვნელოვანი ზრდაა  A კლასის და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში. ვაკანტურობის კოეფიციენტი გაიზარდა 22 და 10 პროცენტული მაჩვენებლით. ვაკანტურობის კოეფიციენტი კვლავაც ყველაზე მაღალია A კლასის ბიზნეს ცენტრებში და 47%-ს შეადგენს. მას მოსდევს C კლასი 24%-ით, არაკლასიფიცირებული ბიზნეს ცენტრები 16%-ით და B კლასი 14%-ით.


Colliers International Georgia-ს მონაცემებით, პანდემიის პერიოდში დარეგისტრირებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა 15%-ით ნაკლებია 2019 წლის მაჩვენებელზე. მაჩვენებელი 7% და 19%-ით მაღალია A კლასისა და C კლასის ბიზნეს ცენტრებში და 1² -ზე 24.1 და 13.4 აშშ დოლარს შეადგენს. მაშინ როცა B კლასისა და არაკლასიფიცირებულ ბიზნეს ცენტრებში ახალი/განახლებული კონტრაქტების საშუალო შეწონილი იჯარა, შესაბამისად, 4%-ით და 12%-ით შემცირდა. 

მსგავსი სტატიები
გამოკითხვა
სიახლეების არქივი
ორშ სამ ოთხ ხუთ პარ შაბ კვ
     12
3456789
10111213141516
17181920212223
24252627282930
31      
სპონსორები